1. მიწის ზედაპირზე განთავსებულ ვერტოდრომის FATO-ს არესთვის, რომელიც განკუთვნილია ღამის პირობებში გამოსაყენებლად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს FATO-ს არის სანათები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც FATO-ს და TLOF-ის არეები თითქმის ემთხვევა ერთმანეთს ან როდესაც FATO-ს არის საზღვრები მკვეთრად არის გამოხატული.

2. FATO-ს არის სანათები უნდა განლაგდნენ FATO-ს არის საზღვრის გასწვრივ. სანათები უნდა განთავსდნენ თანაბრად, შემდეგი ინტერვალებით:

ა) თუ არის გააჩნია კვადრატის ან მართკუთხედის ფორმა, ინტერვალი შეადგენს არაუმეტეს 50 მ-ს, მინიმუმ 4 სანათის განლაგებით ყოველ მხარეს, კუთხეში განთავსებული თითო სანათის ჩათვლით; და

ბ) თუ არის გააჩნია ნებისმიერი სხვა ფორმა, მათ შორის წრის ფორმა, ინტერვალი უნდა იყოს არაუმეტეს 5 მ-ისა, მინიმუმ 10 სანათის შემთხვევაში.

3. FATO-ს არის სანათები უნდა იყვნენ ყოველმხრივ მიმართული, მუდმივი ნათების, თეთრი ფერის. იმ შემთხვევაში, როდესაც სანათების ინტენსივობა უნდა იყოს ცვალებადი, სანათები გამოსცემენ ცვალებად თეთრ ფერს.

4. FATO-ს სანათების შუქის განაწილება უნდა იყოს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზის მე-5 ილუსტრაციის შესაბამისი.

5. სანათების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 25 სმ-ს. იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირზე აღმართული სანათი საფრთხეს უქმნის შვეულმფრენის ფრენებს, უნდა განხორციელდეს მისი ჩაღრმავება. იქ, სადაც FATO-ს არე არ არის განკუთვნილი ზედაპირიდან მოწყვეტისა და დაფრენისთვის, სანათების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 25 სმ-ს მიწის ან თოვლის ზედაპირიდა