1. ვერტოდრომის დასახელების მარკირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ ვერტოდრომსა და ვერტობანზე, სადაც არასაკმარისია ვიზუალური ამოცნობის სხვა საშუალებები.

2. ვერტოდრომის დასახელების მარკირება დაიტანება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად შესამჩნევი იყოს ჰორიზონტზე, ყველა კუთხიდან. ვერტობანზე დაბრკოლებების სექტორის არსებობისას, მარკირება უნდა განთავსდეს ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირების იმ მხარეს, სადაც განლაგებულია დაბრკოლებები. სპეციალურად აღუჭურვავ ვერტოდრომზე, რომელიც განთავსებულია გემის გვერდითა ნაწილში, მარკირება უნდა მოხდეს ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირების შიდა მხარეს, TLOF-ის არის პერიმეტრის და დაბრკოლებათა შეზღუდვის სექტორის (LOS) მარკირების საზღვრებს შორის არსებულ სივრცეში.

3. ვერტოდრომის დასახელების მარკირება უნდა შედგებოდეს ვერტოდრომის დასახელების ან რიცხვით-ასოითი აღნიშვნისგან, რომელიც გამოიყენება რადიოკავშირში (R/T).

4. ვერტოდრომის დასახელების მარკირება, რომელიც განკუთვნილია ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში გამოსაყენებლად, უნდა განათდეს შიგნიდან ან გარედან.

5. მარკირების ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3 მ.

6. მიწის დონეზე განთავსებული ვერტოდრომების შემთხვევაში, მარკირების ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 1.5 მ, ხოლო მიწის ზედაპირიდან შემაღლებული ვერტოდრომების შემთხვევაში – არანაკლებ 1.2 მ, მარკირების ფერი უნდა იყოს კონტრასტული ფონის მიმართ, სასურველია იყოს თეთრი ფერი