1. FATO-ს არის პერიმეტრის მარკირება ან მომნიშვნელების დატანა ხორციელდება ზედაპირის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომზე, სადაც FATO-ს არის განფენილობა არ არის ზუსტად გამოხატული.
2. FATO-ს არის პერიმეტრის მარკირება ან მომნიშვნელები დაიტანება FATO-ს არის საზღვრებზე.
3. FATO-ს არის პერიმეტრის ნიშანდება ხორციელდება არაუმეტეს 50 მ სიგრძის თანაბარი ინტერვალებით დაშორებული მომნიშვნელებით ან მარკირების ნიშნებით, ამასთან, პერიმეტრის ყოველ მხარეს უნდა განთავსდეს, სულ მცირე, სამი მარკირების ნიშანი ან მომნიშვნელი, თითოეულ კუთხეში არსებულ მარკირების ნიშანთან ან მომნიშვნელთან ერთად.
4. FATO-ს არის პერიმეტრის მარკირება ხდება მართკუთხა ზოლით, რომლის სიგრძე უდრის 9 მ-ს ან FATO-ს არის პერიმეტრის იმ გვერდის ერთ მეხუთედს, რომელსაც ის აღნიშნავს, ხოლო სიგანე 1 მ-ის ტოლია.
5. FATO-ს არის პერიმეტრის მარკირება ხორციელდება თეთრი ფერით.
6. FATO-ს არის პერიმეტრის მომნიშვნელის ზომები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-13 ნახაზზე მოცემულისა.
7. FATO-ს არის პერიმეტრის მომნიშვნელების ფერ(ებ)ი კონტრასტული უნდა იყოს გარშემო მდებარე ფონის მიმართ.
8. FATO-ს პერიმეტრის მომნიშვნელები უნდა იყოს ერთი ფერის: ნარინჯისფერი ან წითელი ან გამოისახოს ორი კონტრასტული ფერით: ნარინჯისფერი და თეთრი, ან ალტერნატიული – წითელი და თეთრი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ფერები ერწყმიან ფონს.
9. FATO-ს არეს, რომელსაც არ გააჩნია ხელოვნული საფარი, პერიმეტრი აღინიშნება მიწაში ჩაღრმავებული მომნიშვნელებით. FATO-ს არის პერიმეტრის მომნიშვნელებს გააჩნია 30 სმ სიგანე და 1.5 მ სიგრძე, ხოლო მომნიშვნელების ბოლოებს შორის ინტერვალი არანაკლებ 1,5 მ და არაუმეტეს 2 მ-ია. კვადრატის ან მართკუთხედის ფორმის FATO-ს არის შემთხვევაში ხორციელდება კუთხეების ნიშანდება.
10. ხელოვნურ საფარიანი FATO-ს არის პერიმეტრი აღინიშნება წყვეტილი ხაზით. FATO-ს არის პერიმეტრის მარკირების სეგმენტებს გააჩნია 30 სმ სიგანე, 1.5 მ სიგრძე, ხოლო ბოლოებს შორის ინტერვალი არანაკლებ 1.5 მ და არაუმეტეს 2 მ-ია. კვადრატის ან მართკუთხედის ფორმის FATO-ს არის შემთხვევაში ხორციელდება კუთხეების მონიშვნა.
11. FATO-ს არის პერიმეტრის მარკირება და მიწაში ჩაღრმავებული მომნიშვნელები უნდა იყოს თეთრი ფერი