1. ვერტობანი და გემბანის ვერტოდრომი ექვემდებარებიან D-სიდიდის ნიშნით მარკირებას.
2. D-სიდიდის მარკირება ხდება მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომებსა და მიწის ზედაპირიდან შემაღლებულ ვერტოდრომებზე, რომლებიც განკუთვნილია მე-2 და მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად.
3. D-სიდიდის მარკირება ხდება TLOF-ის ან FATO-ს არეების საზღვრებში ისე, რომ ის იკითხებოდეს დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის უპირატესი მიმართულებიდან.
4. დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის რამდენიმე მიმართულების არსებობისას, უნდა განხორციელდეს D-სიდიდის დამატებითი მარკირება ისე, რომ დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის მიმართულებიდან იკითხებოდეს ერთი მათგანი მაინც. საგანგებოდ აღუჭურვავი ვერტოდრომის შემთხვევაში, რომელიც განთავსებულია ხომალდის გვერდითა ნაწილში, D-სიდიდის მარკირება უნდა მოხდეს D-წრის პერიმეტრზე, 2 საათის, 10 საათის და 12 საათის პოზიციებზე, როდესაც დაკვირვება წარმოებს გემის ბორტიდან, ღერძულა ხაზის მიმართულებით.
5. D-სიდიდის მარკირება ხდება თეთრი ფერით. D-სიდიდე მრგვალდება უახლოეს მთელ მეტრამდე ან ფუტამდე, 0.5-ის ნაკლებობისკენ დამრგვალებით.
6. 30 მ-ზე მეტი ზომის მქონე FATO-ს არეში ციფრული ნიშნების მარკირების ფერი კონტრასტული უნდა იყოს ფონის მიმართ, ხოლო თვით ციფრებს უნდა გააჩნდეს 5-4 ნახაზზე მითითებული ზომა და ფორმა. 15 მ-დან 30 მ-მდე ზომის მქონე FATO-ს არეში, მარკირების ციფრული ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 90 სმ, ხოლო 15 მ-ზე ნაკლები ზომის FATO-ს არეში, მარკირების ციფრული ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 60 სმ, მათი სიგანის და სისქის პროპორციული შემცირები