1. 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის განკუთვნილი FATO-ს ფაქტობრივი ზომების მარკირება უნდა მოხდეს FATO-ს ზედაპირზე.
2. თუ მე-2 ან მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის განკუთვნილი FATO-ს ფაქტობრივი ზომები ნაკლებია 1D-ზე, ამ ზომების ნიშანდება უნდა მოხდეს FATO არის ზედაპირზე.
3. FATO-ს ზომების მარკირება უნდა მოხდეს FATO-ს არეში ისე, რომ იკითხებოდეს დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის უპირატესი მიმართულებიდან.
4. ზომები მრგვალდება უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე.
5. 30 მ-ზე მეტი ზომის მქონე FATO-ს არეში ციფრული ნიშნების მარკირების ფერი კონტრასტული უნდა იყოს ფონის მიმართ, ხოლო თვით ციფრებს უნდა გააჩნდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-12 ნახაზზე მითითებული ზომა და ფორმა. 15 მ-დან 30 მ-მდე ზომის მქონე FATO-ს არეში, მარკირების ციფრული ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 90 სმ, ხოლო 15 მ-ზე ნაკლები ზომის FATO-ს არეში, მარკირების ციფრული ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 60 სმ, მათი სიგანის და სისქის პროპორციული შემცირებით.
6. ციფრული ნიშნების მარკირების ფერი უნდა იყოს კონტრასტული ფონის მიმართ და უნდა გააჩნდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-12 ნახაზზე მითითებული ზომა და ფორმ