1. ჯალამბარის სპეციალიზებული მოედანი ექვემდებარება ჯალამბარის მოედნის მარკირებას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-8 ნახაზზე.

2. ჯალამბარის მოედნის მარკირება უნდა მოხდეს ისე, რომ მისი ცენტრ(ებ)ი დაემთხვეს ჯალამბარის მოედნის დაბრკოლებებისგან თავისუფალი არის ცენტრს, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-8 ნახაზზე.

3. ჯალამბარის მოედნის მარკირება უნდა მოიცავდეს ჯალამბარის მოედნის თავისუფალი არის და სამანევრო მოედნის მარკირებას.

4. ჯალამბარის მოედნის თავისუფალი არის მარკირება წარმოადგენს კარგად შესამჩნევი ფერის უწყვეტ წრეს, არანაკლებ 5 მ-ის დიამეტრით.

5. ჯალამბარის მოედნის სამანევრო არის მარკირება წარმოადგენს, არანაკლებ, 2D დიამეტრის მქონე, კარგად შესამჩნევი ფერის წყვეტილ წრეს, 30 სმ ზოლის სიგანით. წრის შიგნით დაიტანება პილოტისთვის კარგად შესამჩნევი წარწერა „WINCH ONLY