1. მიწის ზედაპირიდან შემაღლებული ვერტოდრომების შემთხვევაში, ვერტოდრომის სხვადასხვა ელემენტების საპროექტო ასპექტები უნდა ითვალისწინებდნენ დამატებით დატვირთვას, რაც განპირობებულია პერსონალის, თოვლის, ტვირთის, საწვავგასამართი და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების და სხვათა არსებობით.
2. დედამიწის ზედაპირიდან შემაღლებულ ვერტოდრომზე გათვალისწინებული უნდა იყოს FATO-ს, სულ მცირე ერთი არე.
3. FATO-ს არე თავისუფალი უნდა იყოს დაბრკოლებებისგან.
4. FATO-ს არის ზომები უნდა იყოს:
ა) როდესაც ის განკუთვნილია 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად – შვეულმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში მითითებული ზომების შესაბამისი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, სიგანის მიმართ მოთხოვნების არ არსებობისას, სიგანე უნდა იყოს არანაკლები ყველაზე დიდი შვეულმფრენის 1D სიდიდისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO-ს არე;
ბ) როდესაც ის განკუთვნილია მე-2 ან მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის – საკმარისი ზომის და კონფიგურაციის არე, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა არანაკლებ შემდეგი დიამეტრის მქონე წრის შემოხაზვა:
ბ.ა) 1D ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, როდესაც შვეულმფრენის მაქსიმალური ასაფრენი მასა (МТОМ), რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO, აღემატება 3175 კგ-ს;
ბ.ბ) 0,83D ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, როდესაც შვეულმფრენის მაქსიმალური ასაფრენი მასა (МТОМ), რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO, შეადგენს 3175 კგ-ს ან ნაკლებს.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც FATO განკუთვნილია მე-2 ან მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა 3175 კგ ან ნაკლებია, მას უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები და კონფიგურაცია, რათა მოიცვას არანაკლებ 1D დიამერტის მოქნე წრე.
6. FATO-ს არის ზედაპირზე წყლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახრილობა, რომელიც, ნებისმიერი მიმართულებით არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.
7. FATO-ს არე უნდა უძლებდეს დინამიკურ დატვირთვას.
8. FATO-ს ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უძლებდეს მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებას; და
ბ) არ უნდა გააჩნდეს უსწორმასწორობები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შვეულმფრენის აფრენაზე ან დაფრენაზე.
9. FATO-ს არეში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დედამიწის გავლენა.
10. დაბრკოლებებისგან თავისუფალი არე შვეულმფრენისათვის, უნდა განთავსდეს შეწყვეტილი აფრენისთვის არსებული არის დასასრულის მიღმა.
11. დაბრკოლებებისაგან თვისუფალი შვეულმფრენის ზოლის სიგანე არ უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების არის სიგანეზე ნაკლები.
12. თუ დაბრკოლებებისგან თავისუფალი არის ზედაპირი მყარია, მაშინ ის არ უნდა კვეთდეს აღმავალი 3%-იანი დახრილობის მქონე ზედაპირს და მისი ქვედა საზღვარი წარმოადგენს FATO-ს არის პერიმეტრზე მდებარე ჰორიზონტალურ ხაზს.
13. ობიექტი, რომელიც მდებარეობს დაბრკოლებებისგან თავისუფალი ზოლის არეში და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შვეულმფრენს ჰაერში, განიხილება როგორც დაბრკოლება და ექვემდებარება დემონტაჟს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
14. TLOF-ის ერთი არე უნდა ემთხვეოდეს FATO-ს არეს.
15. თუ TLOF-ის არე ემთხვევა FATO-ს არეს, მისი ზომები და მახასიათებლები ანალოგიურია FATO-ს არის ზომებისა და მახასიათებლებისა.
16. თუ TLOF-ის არე შეთავსებულია შვეულმფრენის სადგომთან, მის არის უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები რათა მოიცვას, სულ მცირე, 0.83D დიმეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია აღნიშნული არე.
17. TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს საკმაო დახრილობა, აღნიშნული არის ზედაპირზე წყლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს ნებისმიერი მიმართულებით.
18. თუ TLOF-ის არე შეთავსებულია შვეულმფრენის სადგომთან და განკუთვნილია მხოლოდ იმ შვეულმფრენებისათვის, რომლებიც სარგებლობენ სახმელეთო მიმოსვლით, მაშინ TLOF-ის არე, სულ მცირე, უნდა უძლებდეს სტატიკურ და შვეულმფრენების მოძრაობის სიხშირით წარმოქმილ დატვირთვებს, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ეს არე.
19. თუ TLOF-ის არე შეთავსებულია შვეულმფრენის სადგომთან და განკუთვნილია იმ შვეულმფრენებისათვის, რომლებიც სარგებლობენ საჰაერო მიმოსვლით, მაშინ TLOF-ის არე უნდა უძლებდეს დინამიკურ დატვირთვას.
20. FATO-ს არის გარშემოტყმული უნდა იყოს უსაფრთხოების არეთი, რომლის ზედაპირიც არ არის აუცილებელი იყოს მყარი.
21. FATO-ს არის გარშემო არსებული უსაფრთხოების არე, რომელიც განკუთვნილია ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად, უნდა ვრცელდებოდეს FATO-ს არის საზღვრებიდან, სულ მცირე, 3 მ-ის ან 0.25D-ს (ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO) მანძილზე, იმაზე დამოკიდებულებით, თუ რომელი სიდიდეა მეტი და:
ა) როდესაც FATO-ს არე წარმოადგენს ოთხკუთხედს, უსაფრთხოების არის ყოველი გარეთა მხარე, სულ მცირე, 2D-ს ტოლია; ან
ბ) როდესაც FATO-ს არე წრიულია, უსაფრთხოების არის გარე დიამეტრი, სულ მცირე, 2D-ს ტოლია.
22. FATO-ს არის გარშემო არსებული უსაფრთხოების არე, რომელიც განკუთვნილია ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში მე-2 ან მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად, ვრცელდება FATO-ს არის საზღვრებიდან, სულ მცირე, 3 მ ან 0.25D (ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO) მანძილზე, იმაზე დამოკიდებულებით, თუ რომელი სიდიდეა მეტი და:
ა) როდესაც FATO-ს არე წარმოადგენს ოთხკუთხედს, უსაფრთხოების არის ყოველი გარეთა მხარე, სულ მცირე, 2D-ს ტოლია; ან
ბ) როდესაც FATO-ს არე წრიულია, უსაფრთხოების არის გარე დიამეტრი, სულ მცირე, 2D-ს ტოლია.
23. უსაფრთხოების არის საზღვრიდან გასათვალისწინებელი უნდა იყოს გვერდითა დამცავი ზედაპირი, 450-იანი აღმავალი დახრილობით, 10 მ-ის მანძილზე, რომელშიც არ უნდა შეაღწიოს დაბრკოლებამ, გარდა იმ დაბრკოლებებისა, რომლებიც განთავსებულნი არიან FATO-ს არის მხოლოდ ერთ მხარეს და დასაშვებია მათი შეღწევა აღნიშნული დახრის მქონე გვერდითა ზედაპირზე.
24. უსაფრთხოების არეში დაუშვებელია რაიმე უძრავი ობიექტის არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ აღნიშნულ არეში. უსაფრთხოების არეში დაუშვებელია რაიმე მოძრავი ობიექტის არსებობა შვეულმფრენის ფრენის განმავლობაში.
25. ობიექტები, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ უსაფრთხოების არეში, მათი სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 25 სმ-ს FATO-ს არის საზღვრის გასწვრივ განთავსების შემთხვევაში და არ უნდა კვეთდნენ სიბრტყეს, რომელიც იწყება FATO-ს არის ზედაპირიდან 25 სმ-ს სიმაღლეზე და ვრცელდება FATO-ს არედან გარეთ აღმავალი 5%-იანი გრადიენტით.
26. თუ FATO-ს არის დიამეტრი 1D-ზე ნაკლებია, მაშინ ობიექტის მაქსიმალური სიმაღლე, რომელიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდეს უსაფრთხოების არეში, არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს.
27. უსაფრთხოების არის მყარი ზედაპირის შემთხვევაში, აღმავალი დახრილობა არ აღემატება 4%-ს FATO-ს არის საზღვრებიდან გარეთ.
28. მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებით, ნარჩენების გაფანტვის თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების არე ექვემდებარება დასუფთავებას.
29. უსაფრთხოების არის ზედაპირი, რომელიც აკრავს FATO-ს არეს, წარმოადგენს FATO-ს არის ზედაპირის გაგრძელებას.
30. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს სიგანე უნდა იყოს არანაკლებ შვეულმფრენის შასის უდიდესი სიგანის ორმაგი სიდიდის ტოლი, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი.
31. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს გრძივი დახრა არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს.
32. შვეულმფრენის სახმელეთო სბ უნდა უძლებდეს სტატიკურ და შვეულმფრენების მოძრაობის სიხშირით წარმოქმილ დატვირთვებს, რომელთა მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი.
33. შვეულმფრენის სახმელეთო სბ გადის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტის ღერძულა ხაზზე.
34. შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტი სიმეტრიულად ვრცელდება ღერძულა ხაზის თითოეულ მხარეს, არანაკლებ შვეულმფრენის უდიდესი გაბარიტული სიგანის ტოლ მანძილზე, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი.
35. შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტზე დაუშვებელია რაიმე ობიექტის არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ იქ.
36. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-სა და სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სწრაფი დრენაჟი, მაგრამ შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს განივი დახრა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.
37. შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტის ზედაპირი უნდა უძლებდეს მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებას.
38. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს სიგანე უნდა იყოს არანაკლებ შვეულმფრენის შასის უდიდესი სიგანის სამმაგი მნიშვნელობის ტოლი, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი.
39. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ზედაპირმა უნდა გაუძლოს დინამიკურ დატვირთვას.
40. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს განივი დახრა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს, ხოლო გრძივი დახრა – 7%-ს. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული დახრები არ უნდა აღემატებოდნენ შვეულმფრენის დაფრენისას დახრის დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია შვეულმფრენის საჰაერო სბ.
41. შვეულმფრენის საჰაერო სბ გადის საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტის ღერძულა ხაზზე.
42. შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტი სიმეტრიულად ვრცელდება ღერძულა ხაზის თითოეულ მხარეს, არანაკლებ შვეულმფრენის უდიდესი გაბარიტული სიგანის ტოლ მანძილზე, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი.
43. საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტზე დაუშვებელია რაიმე ობიექტის არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ იქ.
44. საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტის ზედაპირი უნდა უძლებდეს მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებას.
45. საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტის ზედაპირზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დედამიწის ეფექტი.
46. შვეულმფრენის სადგომების დახრა ნებისმიერი მიმართულებით არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.
47. შვეულმფრენის სადგომს უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას, სულ მცირე, 1.2D დიმეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია აღნიშნული სადგომი.
48. იმ შემთხვევაში, როდესაც შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია გამჭოლი მიმოსვლისთვის, მაშინ სადგომის და შესაბამისი დამცავი არის სიგანე ტოლია სამიმოსვლო მარშრუტის მინიმალური სიგანისა.
49. თუ შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია შვეულმფრენის მიერ მობრუნების შესასრულებლად, მაშინ სადგომის და შესაბამისი დამცავი არის მინიმალური ზომები უნდა იყოს არანაკლებ 2D-ს ტოლი.
50. თუ შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია შვეულმფრენის მიერ მობრუნების შესასრულებლად, მის ირგვლივ უნდა განთავსდეს დამცავი არე, რომელიც ვრცელდება 0.4D-ს ტოლ მანძილზე შვეულმფრენის სადგომის საზღვრიდან.
51. ერთდროული ფრენების შესრულებისას, არ უნდა მოხდეს შვეულმფრენების სადგომების დამცავი არეების და მასთან დაკავშირებული სამიმოსვლო მარშრუტების ურთიერთგადაფარვა.
52. იმ შემთხვევაში, როდესაც შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია ბორბლიანი შვეულმფრენის მიერ ხმელეთზე მიმოსვლისთვის, სადგომის ზომები ითვალისწინებს იმ ბორბლიანი შვეულმფრის ბრუნის მინიმალურ რადიუსს, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია სადგომი.
53. შვეულმფრენის სადგომი და მასთან დაკავშირებული უსაფრთოხოების არე, რომელიც გამოიყენება საჰაერო მიმოსვლისთვის, უნდა უზრუნველყოფდეს დედამიწის ეფექტს.
54. შვეულმფრენის სადგომზე და მასთან დაკავშირებულ უსაფრთოხოების არეში დაუშვებელია რაიმე უძრავი ობიექტის არსებობა.
55. შვეულმფრენის სადგომის ცენტრალური არე უნდა უძლებდეს შვეულმფრენების მოძრაობის სიხშირით წარმოქმილ დატვირთვას, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი და უნდა გააჩნდეს სტატიკური დატვირთვის გამძლე შემდეგი ზომის:
ა) არანაკლებ 0.83D დიამეტრის არე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი; ან
ბ) გამჭოლი მიმოსვლისთვის განკუთვნილი შვეულმფრენის სადგომის შემთხვევაში, შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს სიგანის ტოლი არე.
56. შვეულმფრენის სადგომის ცენტრალური არე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სახმელეთო მიმოსვლისთვის, უნდა უძლებდეს სტატიკურ დატვირთვას.
57. შვეულმფრენის სადგომის ცენტრალური არე, რომელიც განკუთვნილია საჰაერო მიმოსვლისთვის, უნდა უძლებდეს დინამიკურ დატვირთვა