1. დაფრენის დამიზნების წერტილის მარკირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვერტოდრომზე იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პილოტმა განახორციელოს დასაფრენად შესვლა განსაზღვრული წერტილის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს FATO-ს არის თავზე, TLOF-ის არეში შესვლამდე.

2. დასაფრენად დამიზნების წერტილის მარკირება უნდა განხორციელდეს FATO-ს არის საზღვრებში.

3. დაფრენის დამიზნების წერტილის მარკირება უნდა განთავსდეს FATO-ს არის ცენტრში, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-9 ნახაზზე.

4. დაფრენის დამიზნების წერტილის მარკირება წარმოადგენს ტოლგვერდა სამკუთხედს, რომლის ერთი-ერთი კუთხის ბისექტრისაც ემთხვევა დასაფრენად შესვლის უპირატეს მიმართულებას. მარკირება ხორციელდება თეთრი ფერის უწყვეტი ხაზით, რომლის ზომებიც შეესაბამება ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-14 ნახაზზე მითითებულის