1. ვერტობანზე, რომლის სიახლოვეს არსებობს დაბრკოლებები და რომლებიც აღმართულია ვერტობანის ზედაპირის ზევით, უნდა განხორციელდეს დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის მარკირება.
2. როდესაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ვერტობანის დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის მარკირება უნდა განხორციელდეს TLOF-ის არის ცენტრიდან, ყველაზე დიდი წრის რადიუსის ტოლ მანძილზე, რომელიც შესაძლოა ჩაიხაზოს TLOF-ის არეში ან 0.5 D-ს ტოლ მანძილზე, იმაზე დამოკიდებულებით, თუ რომელი მეტია.
3. როდესაც სექტორის საწყისი წერტილი მდებარეობს TLOF-ის არის საზღვრებს გარეთ და პრაქტიკულად შეუძლებელია საღებავის დატანა შევრონზე, მაშინ ხდება შევრონის გადატანა TLOF-ის პერიმეტრთან და განთავსება დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის (OFS) ბისექტრისაზე. ამ შემთხვევაში, წანაცვლების მანძილი და მიმართულება, ასევე ყურადღების მიმპყრობი წარწერა „WARNING DISPLACED CHEVRON“ (ყურადღება, შევრონი წანაცვლებულია) წანაცვლების მანძილისა და მიმართულების მითითებით, უნდა დატანილ იქნეს შევრონის ჩარჩოს ქვეშ შავი ფერით, რომლის სიმაღლეც შეადგენს არანაკლებ 10 სმ-ს.
4. ვერტობანის დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის მარკირება უნდა მიუთითებდეს დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის მდებარეობას და ამ სექტორის საზღვრებს.
5. შევრონის სიმაღლე არ უნდა იყოს 30 სმ-ზე ნაკლები და აღინიშნოს შესამჩნევი ფერით.
6. შევრონის ფერი უნდა იყოს შავ