1. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს სბ-ზე, გამომყვან სბ-ზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არეში და ბაქანზე, რომლებიც გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, ადზ-ს ღერძულა ხაზსა და საჰაერო ხომალდების სადგომებს შორის მიმოსვლისას უწყვეტი ორიენტირების უზრუნველსაყოფად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აეროდრომზე მოძრაობის სიხშირე უმნიშვნელოა, ხოლო სბ-ს გვერდითა სანათებით და ღერძულა ხაზის მარკირებით უზრუნველყოფილია საჭირო ორიენტირება.

2. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს იმ სბ-ზე, რომელიც გამოიყენება ღამით ადზ-ზე 350 მ-ის ან მეტი ხილვადობის სიშორის პირობებში, განსაკუთრებით სბ-ს რთულ გადაკვეთაზე და გამომყვან სბ-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აეროდრომზე მოძრაობის სიმჭიდროვე უმნიშვნელოა და საჭირო ორიენტირება უზრუნველყოფილი იქნება სბ-ს გვერდითა სანათებით და ღერძულა ხაზის მარკირებით.

3. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს გამომყვან სბ-ზე, სბ-ზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დაცვის არეში და ბაქანზე, ადზ-ზე ნებისმიერი ხილვადობის პირობებში გამოსაყენებლად, როდესაც იგი კონკრეტულად განსაზღვრულია, როგორც სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებული სისტემის (A-SMGCS) კომპონენტი და განთვსებულია ისე, რომ უზრუნველყოს მოძრაობის უწყვეტი ორიენტირება ადზ-ს ღერძულ ხაზსა და საჰაერო ხომალდების სადგომებს შორის მიმოსვლისას.

4. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს იმ ადზ-ზე, რომელიც წარმოადგენს მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტის ნაწილს და განკუთვნილია ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში მიმოსვლის განსახორციელებლად. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც აღნიშნული სანათები არ უნდა განთავსდეს იქ, სადაც მოძრაობის სიმჭიდროვე უმნიშვნელოა და საჭირო ორიენტირება უზრუნველყოფილი იქნება სბ-ს გვერდითა სანათებით და ღერძულა ხაზის მარკირებით.

5. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს იმ ადზ-ზე, რომელიც ნებისმიერ ხილვადობის პირობებში გამოიყენება, როდესაც იგი წარმოადგენს მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტის ნაწილს და განსაზღვრულია როგორც სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებული სისტემის (A-SMGCS) კომპონენტი.

6. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათებს, გამომყვანი სბ-ს გარდა, და სბ-ს ღერძულა ხაზის სანათებს ადზ-ზე, რომელიც წარმოადგენს მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტის ნაწილს, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უნდა გააჩნდეს მწვანე ფერის მუდმივი გამოსხივება სხივის ისეთი პარამეტრებით, რომ შესაძლებელი იყოს მათი დანახვა მხოლოდ საჰაერო ხომალდიდან, რომელიც იმყოფება სბ-ზე ან მის სიახლოვეს.

7. გამომყვანი სბ-ს ღერძულა ხაზის სანათებს უნდა გააჩნდეს მუდმივი გამოსხივება. სბ-ს ღერძულა ხაზის მწვანე და ყვითელი ფერის მონაცვლეობით, რომელიც დაიწყება ადზ-ს ღერძულა ხაზის სიახლოვეს და გავრცელდება ILS/MLS-ის კრიტიკული არის პერიმეტრამდე ან შიდა გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვრამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელია ადზ-დან უფრო შორს განლაგებული; შემდგომ ყველა სანათს უნდა გააჩნეს მწვანე ფერი ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 29-ე ნახაზის შესაბამისად. გამომყვანი სბ-ს ღერძულა ხაზის პირველ სანათს ყოველთვის უნდა გააჩნდეს მწვანე ფერის ნათება, ხოლო პერიმეტრთან უახლოესი სანათი ყოველთვის უნდა იყოს ყვითელი ფერის ნათებით.

8. როდესაც აუცილებელია ადზ-თან მიახლოების აღნიშვნა, სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა იყოს მუდმივი გამოსხივების მწვანე და ყვითელი ფერის მონაცვლეობითი ნათებით, რომელიც უნდა დაიწყოს ILS/MLS-ის კრიტიკული/მგრძნობიარე არის პერიმეტრიდან ან შიდა გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვრიდან ადზ-მდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მდებარეობს ადზ-დან უფრო შორს. ამასთან, უნდა გაგრძელდეს მწვანე და ყვითელი ფერის ნათების მქონე სანათების მონაცვლეობა:

ა) ადზ-ს ღერძულა ხაზის მახლობლად მდებარე ბოლო წერტილამდე;

ბ) სბ-ს ღერძულა ხაზის სანათებისთვის, რომელიც კვეთს ადზ-ს – ILS/MLS-ის კრიტიკული/მგრძნობიარე არის პერიმეტრის საწინააღმდეგო მხარემდე ან შიდა გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვრამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მდებარეობს ადზ-დან მოცილებით.

9. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა შეესაბამებოდეს:

ა) სბ-თვის, რომელიც გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში – ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-12, A2-13 ან A2-14 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებს;

ბ) სხვა სბ-ებისთვის – ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატება A2-15 ან A2-16 ნახაზზე მოცემულ პირობებს.

10. როდესაც, საექსპლუატაციო თვალსაზრისით, საჭიროა ინტენსივობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჩქაროსნულ გამყვან სბ-ზე, რომელიც გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, ღერძულა ხაზის სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატება A2-12 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებს. ამ სანათების სიკაშკაშის დონე უნდა შეესაბამებოდეს სბ-ს ღერძულა ხაზის სანათებისთვის დადგენილ დონეს.

11. როდესაც სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები განსაზღვრულია, როგორც სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებული სისტემის (A-SMGCS) კომპონენტი და საექსპლუატაციო თვალსაზრისით, საჭიროა ინტენსივობის უფრო მაღალი მაჩვენებელი სახმელეთო მოძრაობის სიჩქარის შესანარჩუნებლად, ცუდი ხილვადობის პირობებში ან დღის ნათელ პერიოდში, სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-17, A2-18 ან A2-19 ნახაზებზე მოცემულ მოთხოვნებს.

12. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა განლაგდეს სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირების გასწვრივ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიზანშეწონილი არ არის მათი განლაგება სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირების გასწვრივ და შეიძლება მათი წანაცვლება ღერძულა ხაზიდან არაუმეტეს 30 სმ-ი