1. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები გამომყვან სბ-ზე, რომელიც არ წარმოადგენს ჩქაროსნულ გამომყვან სბ-ს, უნდა დაიწყოს სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირების ადზ-ს ღერძულა ხაზიდან მოხვევის დაწყების წერტილში და გაგრძელდეს სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირებაზე, სულ მცირე, იმ წერტილამდე, სადაც მარკირება სცილდება ადზ-ს საზღვრებს. პირველი სანათი უნდა განლაგდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათების ნებისმიერი რიგიდან, სულ მცირე, 60 სმ-ის მანძილზე ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 30-ე ნახაზის შესაბამისად.

2. გამომყვან სბ-ზე ღერძულა ხაზის სანათები უნდა განლაგდეს არაუმეტეს 7,5 მ-იანი გრძივი ინტერვალები