1. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა განლაგდეს სბ-ს სწორხაზოვან მონაკვეთზე არაუმეტეს 30 მ-იანი ინტერვალებით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც:
ა) შესაძლებელია უფრო დიდი, არაუმეტეს 60 მ-ის ინტერვალების გამოყენება, იმ პირობით, რომ გაბატონებული მეტეოპირობებისას უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ორიენტირება;
ბ) შესაძლებელია 30 მ-ზე ნაკლები ინტერვალების გამოყენება სბ-ს სწორხაზოვან მოკლე მონაკვეთებზე;
გ) სბ-ზე, რომელიც განკუთვნილია ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში გამოსაყენებლად, გრძივი ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 15 მ-ს.
2. მოსახვევში სბ-ს ღერძული შუქი უნდა წარმოადგენდეს სბ-ს სწორხაზოვან მონაკვეთზე ღერძულა ხაზის შუქის გაგრძელებას და განთავსებული უნდა იყოს მუდმივ მანძილზე მოსახვევის გარეთა ნაპირიდან. სბ-ს ღერძული შუქის ნათურები უნდა განლაგდეს ისეთი ინტერვალით, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული მოხვევის აღნიშვნა.
3. სბ-ზე, რომელიც გამოიყენება ადზ-ზე ხილვადობის 350 მ-ზე ნაკლებ სიშორის პირობებში, მოსახვევზე სბ-ს ღერძული ხაზის სანათები უნდა განლაგდეს არაუმეტეს 15 მ-ის ინტერვალით, ხოლო მოსახვევებზე არაუმეტეს 400 მ-ის რადიუსით, არაუმეტეს 7.5 მ-ის ინტერვალით. ეს ინტერვალი შენარჩუნებული უნდა იყოს 60 მ-ის მონაკვეთზე მოსახვევამდე და მოხვევის შემდეგ.
4. სბ-თვის, რომელიც გამოიყენება ადზ-ზე 350 მ და მეტი ხილვადობის სიშორის პირობებში, მოხვევის მონაკვეთებზე სანათებს შორის ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართი მე-2 ნახაზის მოთხოვნებს და იყოს:
ა) 400 მ-დე მოხვევის რადიუსისთვის – 7.5 მ;
ბ) 401 მ-დან 899 მ-მდე მოხვევის რადიუსისთვის – 15.0 მ;
გ) 900 მ და მეტი მოხვევის რადიუსისთვის – 30.0