1. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს II ან III კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე.
2. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟეს I კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, თუ ადზ განკუთვნილია მაღალი დაფრენის სიჩქარის მქონე სხ-ებისათვის ან იმ შემთხვევაში, როდესაც მანძილი ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის არის 50 მ-ზე მეტი.
3. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე, რომელიც განკუთვნილია ასაფრენად საექსპლუატაციო მინიმუმის დროს, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის სიშორე არის 400 მ-ზე ნაკლები.
4. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა დამონტაჟდეს იმ ადზ-ზე, რომელიც განკუთვნილია ასაფრენად საექსპლუატაციო მინიმუმების დროს, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის სიშორე არის 400 მ ან მეტი და როდესაც ადზ განკუთვნილია მაღალი ასაფრენი სიჩქარის მქონე სხ-ებისათვის ან მანძილი ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის აღემატება 50 მ-ს.
5. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა განლაგდეს ადზ-ს ღერძულა ხაზზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანათები შეიძლება წანაცვლებული იყოს თანაბარი მანძილით ადზ-ს ღერძულა ხაზიდან, მაგრამ არაუმეტეს 60 სმ-სა, თუ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ღერძულა ხაზზე განლაგება. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლიდან ადზ-ს ბოლომდე, დაახლოებით 15 მ-იანი გრძივი ინტერვალებით. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია ადზ-ს ღერძულა სანათების საექსპლუატაციო საიმედობა, როგორც ტექნიკური მომსახურების მიზნობრივი მაჩვენებელი და ადზ განკუთვნილია 350 მ და მეტი ხილვადობის პირობებში გამოსაყენებლად, გრძივი ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს 30 მ-მდე.
6. ადზ-ს დასაწყისიდან წანაცვლებულ ზღურბლამდე, ღერძულა ხაზზე აფრენის მიმართულება უნდა მოინიშნოს:
ა) მიახლოების სანათების სისტემით, თუ მისი მახასიათებლები და ინტენსივობა უზრუნველყოფს ასაფრენად სათანადო დამიზნებას და არ ექნება თვალისმომჭრელი ეფექტი ამფრენის სხ-ის პილოტზე;
ბ) ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათებით;
გ) 30 მ-ზე თანაბარი ინტერვალებით განლაგებულ, მინიმუმ 3 მ სიგრძის მქონე სახაზო სანათებით, როგორც ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 26-ე ნახაზზე და დაპროექტდეს ისე, რომ მათი ფოტომეტრული მახასიათებლები და ინტენსივობის დონე უზრუნველყოფდეს ასაფრენად სათანადო დამიზნებას და არ წარმოქმნას თვალისმომჭრელი ეფექტი ამფრენი სხ-ის პილოტისათვის.
7. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოირთოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ღერძულა ხაზის სანათები ან განხორციელდეს მიახლოების სანათების სისტემის ან სახაზო სანათების ინტენსივობის რეგულირება, როდესაც ადზ გამოიყენება დასაფრენად. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ადზ-ს ღერძულა ხაზის მიმართულების მაჩვენებელი ერთადერთი წყარო, ადზ-ს დასაწყისიდან წანაცვლებულ ზღურბლამდე, როდესაც ადზ გამოიყენება დასაფრენად.
8. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათებს უნდა გააჩნდეს მუდმივი გამოსხივების ცვალებადი თეთრი ფერი, რომელიც დაიწყება ადზ-ს ზღურბლიდან და გავრცელდება ადზ-ს კიდედან 900 მ მანძილზე მდებარე წერტილამდე; წითელი და ცვალებადი თეთრი ფერის მონაცვლეობითი გამოსხივება უნდა გააჩნდეს იმ მონაკვეთზე, რომელიც დაიწყება ადზ-ს კიდიდან 900 მ-ზე მდებარე წერტილიდან და გავრცელდება ადზ-ს კიდედან 300 მ-ზე მდებარე წერტილამდე; და წითელი ფერის გამოსხივება – ადზ-ს კიდიდან 300 მ-იან მონაკვეთზე. გამონაკლისს წარმოადგენს ადზ, რომლის სიგრძე არის 1800 მეტრზე ნაკლები, რომელზეც წითელი და ცვალებადი თეთრი ფერის მონაცვლეობითი სანათები უნდა განთავსდეს ადზ-ს შუა წერტილიდან იმ წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ადზ-ს კიდიდან 300 მ მანძილზე.
9. ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის A2-6 ან A2-7 ნახაზებზე მოცემულ მოთხოვნებ