1. ადზ-ზე ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს აღმნიშვნელი სანათები უნდა განთავსდეს ადზ-ზე, როდესაც იგი გამოიყენება არანაკლებ 350 მ-ის ხილვადობის პირობებში და/ან აეროდრომზე მოძრაობის მნიშვნელოვანი სიმჭიდროვის დროს.
2. ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს აღმნიშვნელი სანათები არ უნდა ჩაირთოს რომელიმე სანათის დაზიანების ან სხვა ნებისმიერი მტყუნების შემთხვევაში, რაც ხელს შეუშლის ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 28-ე ნახაზზე მითითებული სანათების სრული სქემის გამოსახვას.
3. ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს აღმნიშვნელი სანათების კომპლექტი უნდა განთავსდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის იმ მხარეს, სადაც განთვსებულია ჩქაროსნული გამყვანი სბ, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 28-ე ნახაზზე მითითებული კონფიგურაციით. ყოველ კომპლექტში სანათი უნდა განთავსდეს ერთმანეთისაგან 2 მ-ის ინტერვალით, ხოლო ადზ-ს ღერძულა ხაზთან უახლოესი სანათი შეიძლება წანაცვლდეს ადზ-ს ღერძულა ხაზიდან 2 მ-ით.
4. როდესაც ადზ-ზე მოწყობილია რამდენიმე ჩქაროსნული გამომყვანი სბ, არ უნდა მოხდეს ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს მაჩვენებელი სანათების ურთიერთგადაფარვა.
5. ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს მაჩვენებელი სანათები უნდა იყოს ყვითელი ფერის, მუდმივი ნათების მიმართული სანათები, რომელიც ორიენტირებული იქნება ისე, რომ პილოტს შეეძლოს მათი დანახვა ადზ-ზე დასაფრენად შესვლის მიმართულებიდან.
6. ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს მაჩვენებელი სანათები უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის A2-6 ან A2-6 ნახაზზე მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
7. ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს მაჩვენებელი სანათების ელექტროკვება უნდა განხორციელდეს ადზ-ს შუქსასიგნალო მოწყობილობების წრედისგან დამოუკიდებლად, რათა შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გამორთულია სხვა შუქსასიგნალო საშუალებებ