1. ადზ-ს ზღურბლის სანათები უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე, როდესაც ადზ-ზე დამონტაჟებულია გვერდითი სანათები როგორც ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 25-ე ნახაზზე გარდა შემთხვევისა როდესაც ადზ არის აღუჭურველი ან აღჭურვილია დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის, სადაც ადზ-ის ზღურბლი წანაცვლებულია და დამონტაჟებულია ფლანგური ჰორიზონტის სანათები.

2. როდესაც ადზ-ს ზღურბლი ემთხვევა ადზ-ს კიდეს, ადზ-ს ზღურბლის სანათები უნდა განლაგდეს რიგში, ადზ-ს ღერძის მიმართ მართი კუთხით, რაც შეიძლება ახლოს ადზ-ს კიდესთან და არაუმეტეს 3 მ-ის მანძილზე ადზ-ს საზღვრებს მიღმა.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს ზღურბლი წანაცვლებულია ადზ-ს კიდეს მიმართ, ადზ-ს ზღურბლის სანათები უნდა განლაგდეს წანაცვლებულ ზღურბლთან რიგში, ადზ-ს ღერძის მიმართ მართი კუთხით.

4. ადზ-ს ზღურბლის სანათები უნდა შედგებოდეს:

ა) აღუჭურველი ადზ-სთვის ან დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-სთვის, სულ მცირე, 6 სანათისაგან;

ბ) I კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-თვის, სულ მცირე, სანათების იმ რაოდენობისაგან, რაც საჭიროა ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის 3 მ-ის ინტერვალებით სანათების თანაბრად გასანაწილებლად.

გ) II და III კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-სთვის, ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის არანაკლებ 3 მ-ის ინტერვალებით თანაბრად განაწილებული სანათებისაგან.

5. ადზ-ს ზღურბლის სანათები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, უნდა განთავსდეს:

ა) ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის ერთნაირი ინტერვალებით; ან

ბ) ადზ-ს ღერძულა ხაზის სიმეტრიულად, ორ ჯგუფად. ამასთან, თითოეულ ჯგუფში სანათები უნდა განთავსდეს ერთნაირი ინტერვალებით და ამ ჯგუფებს შორის ინტერვალი ტოლი უნდა იყოს დაფრენის არეში მარკირებას ან სანათებს შორის არსებული განივი მანძილისა, სადაც ეს გათვალისწინებულია ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მანძილი ტოლი უნდა იყოს ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის არსებული მანძილის ნახევრისა.

6. ფლანგური ჰორიზონტის სანათები უნდა დამონტაჟდეს დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, როდესაც საჭიროა უფრო შესამჩნევი ორიენტირების არსებობა.

7. ფლანგური ჰორიზონტის სანათები უნდა დამონტაჟდეს აღუჭურველ ადზ-ზე ან დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, სადაც წანაცვლებულია ზღურბლი და აუცილებელია ადზ-ს ზღურბლის სანათების არსებობა, მაგრამ არ არის დამონტაჟებული.

8. ფლანგური ჰორიზონტის სანათები უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლთან ორ ჯგუფად, ღერძულა ხაზის სიმეტრიულად ანუ ფლანგური ჰორიზონტის ფორმით. ყოველი ფლანგური ჰორიზონტი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, ხუთი სანათისაგან, რომელიც უნდა განთავსდეს, სულ მცირე, 10 მ-ის სიგრძის ხაზზე, ადზ-ს გვერდითი სანათების გარეთა მხრიდან და ამ უკანასკნელის მიმართ მართი კუთხით. ამასთან, ფლანგური ჰორიზონტის და ადზ-ს გვერდით სანათების უახლოესი სანათები უნდა განთავსდნენ ერთ ხაზზე.

9. ადზ-ს ზღურბლის სანათები და ფლანგური ჰორიზონტის სანათებს უნდა გააჩნდეს ერთი მიმართულების მქონე მწვანე ფერის, მუდმივი გამოსხივება,რომელიც მიმართული იქნება ადზ-ს შესასვლელისკენ. სხივის ინტენსივობა და გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს იმ პირობებს, როდესაც იგეგმება ადზ-ს გამოყენება.

10. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს ზღურბლის სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის A2-3 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებს.

11. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს ზღურბლის ფლანგური ჰორიზონტის სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის A2-4 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებ