1. დაფრენის არის მარტივი სანათები უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე როდესაც, დასაფრენად შესვლის ტრაექტორიის კუთხე აღემატება 3,50-ს და/ან დასაფრენად არსებული მანძილი სხვა ფაქტორებთან ერთად გაზრდის ადზ-დან გადაცდენის რისკს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ რეგლამენტის 65-ე მუხლის შესაბამისად ადზ-ზე უნდა დამონტაჟდეს დაფრენის არის სანათები.
2. დაფრენის არის მარტივი სანათები უნდა წარმოადგენდეს სანათების წყვილს, რომელიც განთავსდება ადზ-ს ღერძულა ხაზის ორივე მხარეს, დაფრენის არის მარკირების უშორესი კიდიდან 0,3 მ-ზე. წყვილი სანათების შიდა განივი ინტერვალი ტოლი უნდა იყოს დაფრენის არის მარკირებისთვის შერჩეული განივი მანძილისა. ერთი და იგივე წყვილის სანათებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მ-ს ან დაფრენის არის მარკირების სიგანის ნახევარს, იმისდა მიხედვით თუ რომელი მანძილიც იქნება მეტი, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 27-ე ნახაზის შესაბამისად.
3. თუ არ არის დაფრენის არის მარკირება, მაშინ დაფრენის არის მარტივი სანათები ისე უნდა განთავსდეს ადზ-ზე, რომ უზრუნველყოფდეს მარკირების ექვივალენტური ინფორმაციის გადაცემას.
4. დაფრენის არის მარტივი სანათები უნდა წარმოადგენენ ერთი მიმართულების, მუდმივი გამოსხივების ცვლადი თეთრი ფერის სანათებს, რომელიც განთავსდება ისე, რომ პილოტს შეეძლოს მისი დანახვა ადზ-ზე დასაფრენად შესვლის მიმართულებიდან.
5. დაფრენის არის მარტივი სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის A2-5 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებს.
6. დაფრენის არის მარტივი სანათების ელექტროკვება უნდა განხორციელდეს ადზ-ს შუქსასიგნალო მოწყობილობების წრედისგან დამოუკიდებლად, რათა შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გამორთულია სხვა შუქსასიგნალო საშუალებებ