1. ადზ-ს შემზღუდავი სანათები უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე, როდესაც იგი აღჭურვილია გვერდითი სანათებით, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 25-ე ნახაზის შესაბამისად.

2. ადზ-ს შემზღუდავი სანათები უნდა განლაგდეს სწორ ხაზად, ადზ-ს ღერძულა ხაზის მიმართ მართი კუთხით, ადზ-ს ბოლო კიდესთან რაც შეიძლება ახლოს, მაგრამ არაუმეტეს 3 მ-ის მანძილზე, ადზ-ს კიდიდან გარეთ.

3. ადზ-ს შემზღუდავი სანათები უნდა შედგებოდეს მინიმუმ ექვსი სანათისგან და უნდა განლაგდეს:

ა) ერთნაირი ინტერვალებით, ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის; ან

ბ) ორ ჯგუფად, ადზ-ს ღერძულა ხაზის სიმეტრიულად. ამასთან, ყოველ ჯგუფში სანათებს შორის უნდა იყოს თანაბარი დაშორება და მანძილი ამ ჯგუფებს შორის არ აღემატებოდეს ადზ-ს გვერდითი სანათების რიგებს შორის მანძილის ნახევარს.

4. III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, შემზღუდავ სანათებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 6 მ-ს, გარდა ადზ-ს ღერძთან ორი უახლოესი სანათისა, თუ მათ შორის არის ინტერვალი.

5. ადზ-ს შემზღუდავი სანათები უნდა იყოს ერთი მიმართულების და გააჩნდეთ წითელი ფერის მუდმივი ნათება, რომელიც მიმართული იქნება ადზ-ს მიმართულებით. სინათლის სხივის გაშლის კუთხე და ინტენსივობა უნდა შეესაბამებოდეს იმ პირობებს, როდესაც იგეგმება ადზ-ს გამოყენება.

6. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს შემზღუდავი სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის A2-8 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებ