1. წრეზე ფრენის მართვის სანათები უნდა დამონტაჟდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს და მიახლოების სანათების არსებული სისტემა არ იძლევა ადზ-ს და/ან დასაფრენად შესვლის არის ამოცნობის შესაძლებლობას სხ-დან, რომელიც ახორციელებს წრეზე ფრენას.

2. წრეზე ფრენის მართვის სანათების რაოდენობა და განლაგება პილოტს უნდა აძლევდეს საშუალებას, შესაბამის შემთხვევებში:

ა) გავიდეს მეორე და მესამე ბრუნს შორის მონაკვეთზე ან გაასწოროს და განახორციელოს საჰაერო ხომალდის კურსის კორექტირება ადზ-თან მიმართებით, ადზ-დან სათანადო მანძილზე და შეძლოს ამოიცნოს ადზ-ზე ზღურბლი;

ბ) მხედველობის არეში ჰქონდეს ადზ-ს ზღურბლი და/ან სხვა განმასხვავებელი ორიენტირები, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია მიიღოს მესამე ბრუნის შესრულების და დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის დაწყების გადაწყვეტილება, სხვა ვიზუალურ საშუალებებზე ორიენტირებით.

3. წრეზე ფრენის მართვის სანათები უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულს ან მათ კომბინაციას:

ა) სანათებს, რომელიც მიუთითებს ადზ-ს ღერძულა ხაზის და/ან მიახლოების სანათების სისტემის ნებისმიერი ნაწილის გაგრძელებაზე;

ბ) სანათებს, რომელიც მიუთითებს ადზ-ს ზღურბლის ადგილმდებარეობას;

გ) სანათებს, რომელიც მიუთითებს ადზ-ს მიმართულებას ან ადგილმდებარეობას.

4. წრეზე ფრენის მართვის სანათები უნდა იყოს მუდმივი გამოსხივების ან ციმციმა გამოსხივების, რომლის სხივის გაშლის კუთხე და ინტენსივობა უნდა აკმაყოფილებდეს პირობებს, როდესაც სავარაუდოა წრიდან დასაფრენად ვიზუალური შესვლის განხორციელება. ციმციმა გამოსხივება უნდა იყოს თეთრი ფერის, ხოლო მუდმივი გამოსხივების სანათები თეთრი ან აირგანმუხტვის ტიპის.

5. სანათები უნდა დაპროექტდეს და განთავსდეს ისე, რომ არ იქონიოს თვალისმომჭრელი ეფექტი და არ გამოიწვიოს პილოტის შეცდომაში შეყვანა დასაფრენად შესვლისას, აფრენისას ან მიმოსვლის დრო