1. საექსპლუატაციო საჭიროებიდან გამომდინარე, ღამის პირობებში გამოსაყენებლად განკუთვნილ ყოველ აეროდრომზე უნდა განთავსდეს სააეროდრომო შუქურა ან ამოსაცნობი შუქურა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საექსპლუატაციო საჭიროება განისაზღვრება საჰაერო ხომალდების მოძრაობიდან გამომდინარე, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული აეროდრომით, ასევე აეროდრომის ცხადად გამოხატული განმასხვავებელი ნიშნების გათვალისწინებით, რითაც გამოირჩევა გარემომცველი გარემოსგან და სხვა ვიზუალური თუ არავიზუალური საშუალებებით, რაც დაეხმარება პილოტს ჰაერიდან აეროდრომის ადგილმდებარეობის დადგენაში.
3. აეროდრომებზე, რომელიც გამოიყენება ღამის პირობებში, განთავსებული უნდა იქნეს სააეროდრომო შუქურა, თუ:
ა) საჰაერო ხომალდი ფრენას ახორციელებს ძირითადად ვიზუალური საშუალებების მეშვეობით;
ბ) ხშირია შეზღუდული ხილვადობის შემთხვევები; ან
გ) ძნელია აეროდრომის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ჰაერიდან, სხვა გარემომცველი სანათების ან ადგილის თავისებურებიდან გამომდინარე.
4. სააეროდრომო შუქურა უნდა განთავსდეს აეროდრომზე ან მის სიახლოვეს, ნაკლებად განათებულ არეში.
5. სააეროდრომო შუქურა უნდა განთავსდეს ისე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით არ დაიჩრდილოს სხვა ობიექტებით და არ ჰქონდეს თვალისმომჭრელი ზემოქმედება პილოტზე, დასაფრენად შესვლისას.
6. სააეროდრომო შუქურას უნდა გააჩნდეს ფერადი ციმციმა ნათება, თეთრი ფერის ნათებასთან მონაცვლეობით ან მხოლოდ თეთრი ფერის ციმციმა ნათება. ციმციმის სიხშირე წუთში უნდა იყოს 20-30. თუ სახმელეთო აეროდრომებზე შუქურას გააჩნია ფერადი ციმციმა ნათება, მაშინ იგი უნდა იყოს მწვანე ფერის, ხოლო თუ ჰიდრო-აეროდრომზე შუქურას გააჩნია ფერადი ციმციმა ნათება, მაშინ იგი უნდა იყოს ყვითელი ფერის. იმ შემთხვევაში, როდესაც სახმელეთო აეროდრომი მიერთებულია ჰიდრო-აეროდრომთან, მაშინ შუქურას ფერად ნათებას უნდა გააჩნდეს ძირითადი აეროდრომისთვის დადგენილი მახასიათებლის მქონე ფერი.
7. სააეროდრომო შუქურას ნათება უნდა ჩანდეს ყველა მიმართულებიდან. ვერტიკალურ სიბრტყეში სინათლე უნდა გავრცელდეს ზევით, არაუმეტეს 10-იანი კუთხით, რომელიც მისაღებია ორიენტაციის განსახორციელებლად ადგილის მაქსიმალური კუთხის მიხედვით, ხოლო ციმციმის ეფექტური ინტენსივობა უნდა იყოს არანაკლებ 2000 კანდელა.
8. ამოსაცნობი შუქურა უნდა განთავსდეს ისეთ აეროდრომზე, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ღამის საათებში, თუ მისი ამოცნობა ჰაერიდან რთულია სხვა საშუალებებით.
9. ამოსაცნობი შუქურა უნდა განთავსდეს აეროდრომის ნაკლებად განათებულ არეში. შუქურა უნდა განთავსდეს ისე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით არ დაიჩრდილოს სხვა ობიექტებით და არ ჰქონდეს თვალისმომჭრელი ზემოქმედება პილოტზე, დასაფრენად შესვლისას.
10. ამოსაცნობი შუქურა, სახმელეთო აეროდრომისათვის უნდა ჩანდეს ყველა მიმართულებიდან. ვერტიკალურ სიბრტყეში სინათლე უნდა გავრცელდეს ზევით, არაუმეტეს 10-იანი კუთხით, რომელიც მისაღებია ორიენტაციის განსახორციელებლად ადგილის მაქსიმალური კუთხის მიხედვით, ხოლო ციმციმას ეფექტური ინტენსივობა უნდა იყოს არანაკლებ 2000 კანდელა.
11. ამოსაცნობი შუქურა, სახმელეთო აეროდრომზე უნდა გამოსცემდეს მწვანე ფერის ციმციმა ნათებას და ჰიდრო-აეროდრომზე – ყვითელი ფერის ციმციმა ნათებას.
12. ამოსაცნობი სიგნალი უნდა გადაიცეს მორზეს საერთაშორისო ანბანით და გადაცემის სიჩქარე უნდა იყოს წუთში 6-დან 8 სიტყვამდე, როდესაც მორზეს ანბანით ერთი წერილის გადაცემის ხანგრძლივობა 0,15 წმ-დან 0,2 წმ-მდე