1. ნებისმიერი არასააერნაოსნო სანათი, რომელიც განთავსებულია აეროდრომის სიახლოვეს და შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სხ-ის ფრენებისთვის (რაც დგინდება ექსპლუატანტის მიერ), ექვემდებარება მოცილებას, ეკრანირებას ან სხვაგვარად მოდიფიცირებას, საფრთხის წყაროს ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

2. საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებაზე ლაზერული გამოსხივების სახიფათო ზემოქმედების აცილების მიზნით, აეროდრომის ირგვლივ სააგენტოს მიერ დგინდება შემდეგი დაცვის არეები:

ა) ლაზერული სხივების ზემოქმედებისგან დაცული საფრენოსნო არე (LFFZ);

ბ) ლაზერული სხივების ზემოქმედების თვალსაზრისით კრიტიკული საფრენოსნო არე (LCFZ);

გ) ლაზერული სხივების ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარე საფრენოსნო არე (LSFZ).

3. ლაზერული გამოსხივების სახიფათო ზემოქმედების დონის და მანძილის განსაზღვრის მიზნით, ფრენების წარმოების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად, დაცვის არეები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-15, მე-16 და მე-17 ნახაზის მოთხოვნებს.

4. ფრენებისათვის დაცულ არეებში (LFFZ, LCFZ, LSFZ) ლაზერული სხივების გამოყენების შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ხილულ ლაზერულ სხივზე.

5. არასააერნაოსნო სახმელეთო სანათები, რომლებმაც ინტენსივობის, კონფიგურაციის ან ფერის მიხედვით შეიძლება გაართულოს სააერნაოსნო სახმელეთო სანათების ამოცნობა ან გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ექვემდებარება მოცილებას, ეკრანირებას ან სხვაგვარად მოდიფიცირებას, მსგავსი ფაქტების გამორიცხვის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ არასააერნაოსნო სახმელეთო სანათებზე, რომლებიც შეინიშნება ჰაერიდან, შემდეგ არეეებში:

ა) აღჭურვილი ადზ-სთვის, კოდური ნომრით 4 – ადზ-ს ზღურბლამდე და ადზ-ს ბოლოდან გარეთ მდებარე მონაკვეთის ფარგლებში, ადზ-ს ზღურბლიდან და ბოლოდან სულ მცირე 4500 მ მანძილზე და სიგანეში ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს 750 მ მანძილზე;

ბ) აღჭურვილი ადზ-სთვის, კოდური ნომრით 2 ან 3 – იგივე რაც „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, იმ გამონაკლისით, რომ მანძილი უნდა იყოს, სულ მცირე, 3000 მ;

გ) აღჭურვილი ადზ-სთვის, კოდური ნომრით 1 და აღუჭურველი ადზ-სთვის – დასაფრენად შესვლის არეში.

6. სანაოსნო წყლების სიახლოვეს სახმელეთო სააერნაოსნო სანათების განთავსებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ნაოსნობას.

7. მიახლოების მიწისზედა სანათები და მათი საყრდენი კონსტრუქციები უნდა იყოს მსხვრევადი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიახლოების სანათების სისტემის ის ნაწილი, რომელიც 300 მ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული ადზ-ს ზღურბლიდან:

ა) სადაც საყრდენი კონსტრუქციის სიმაღლე 12 მ-ზე მეტია, მსხვრევადობის მიმართ მოთხოვნები შეეხება მხოლოდ კონსტრუქციის ზედა 12 მ-იან მონაკვეთს;

ბ) სადაც საყრდენი კონსტრუქცია განთავსებულია არამსხვრევადი ობიექტების გარემოცვაში, საყრდენის მხოლოდ ის ნაწილი უნდა იყოს მსხვრევადი, რომელიც აღმართულია გარემომცველი ობიექტების ზემოთ.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც მიახლოების სანათების სამაგრები ან საყრდენი კონსტრუქციები არასაკმარისად შესამჩნევია, უნდა მოხდეს მათი სათანადოდ მარკირება.

9. ადზ-ს, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და სბ-ს მიწისზედა სანათები უნდა იყოს მსხვრევადი კონსტრუქციის და განლაგებული საკმაოდ დაბლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი დაშორება საჰაერო ხომალდის ხრახნებამდე ან რეაქტიული ძრავის გონდოლებამდე.

10. სანათების სამაგრები, რომელიც განთავსებულია ადზ-ს, დამუხრუჭების ბოლო ზოლის, სბ-ს და ბაქნის ზედაპირის დონეზე, უნდა განთავსდეს ისე, რომ კონსტრუქციულად გაუძლოს საჰაერო ხომალდის ბორბლებით გამოწვეულ დატვირთვას ისე, რომ არ დაზიანდეს და არ გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის დაზიანება.

11. ჩაღრმავებული ტიპის სანათებისა და საჰაერო ხომალდის საბურავების შეხების ადგილზე ტემპერატურამ, რომელიც წარმოიშვება თბოგამტარობის ან რადიაციული გამოსხივების შედეგად, არ უნდა გადააჭარბოს 1600C, 10-წუთიანი შეხების განმავლობაში.

12. ადზ-ს სანათებს უნდა გააჩნდეს საკმარისი ინტენსივობა მინიმალური ხილვადობის და გარემო განათების პირობებში, როდესაც გამოიყენება ადზ, იგი უნდა შეესაბამებოდეს მიახლოების სანათების სისტემის უახლოესი სექციის ინტენსივობას, თუ ასეთი არსებობს.

13. მაღალი ინტენსივობის შუქების სისტემის შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იყოს რეგულირების შესაბამისი საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს შუქის ინტენსივობის კორექტირებას კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. ცალკე ინტენსივობის რეგულირება ან სხვა შესაბამისი მეთოდები გასათვალისწინებელია, რათა შესაძლებელი გახდეს ინტენსივობის თანხვედრა ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემების დაყენების შემთხვევაში:

ა) მიახლოების შუქის სისტემა;

ბ) ადზ-ს გვერდითა შუქები;

გ) ადზ-ს ზღურბლის შუქები;

დ) ადზ-ს შემზღუდავი შუქები;

ე) ადზ-ს ღერძული ხაზის შუქები;

ვ) ადზ-ს დაფრენის არის შუქები; და

ზ) სბ-ს ღერძული ხაზის შუქები.

14. ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-1 – A2-10 ნახაზებზე მოცემული ძირითადი შემომფარგლავი სხივის შუქის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობა ელიფსის შიგნით და მის საზღვარზე, არ უნდა აღემატებოდეს მინიმალურ მნიშვნელობას 3-ჯერ, რომელიც გაზომილი უნდა იყოს ამავე დამატების A2-1 – A2-11 და A2-26 ნახაზების საერთო შენიშვნების, მე-2 შენიშვნის გათვალისწინებით.

15. ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-12 – A2-20 ნახაზებზე მოცემული ძირითადი შემომფარგლავი სხივის შუქის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობა მართკუთხედის შიგნით და მის საზღვარზე, არ უნდა აღემატებოდეს მინიმალურ მნიშვნელობას 3-ჯერ, რომელიც გაზომილი უნდა იყოს ამავე დამატების A2-12 – A2-21 ნახაზების საერთო შენიშვნების, მე-2 შენიშვნის გათვალისწინები