1. როდესაც აღუჭურველი ადზ-თვის მითითებულია 3 ან 4 კოდური აღნიშვნა, რომელიც გათვალისწინებულია ღამით გამოყენებისათვის, აუცილებელია დამონტაჟდეს მიახლოების სანათების მარტივი სისტემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადზ გამოიყენება მხოლოდ კარგი ხილვადობის პირობებში და სხვა ვიზუალური საშუალებებით უზრუნველყოფილია კარგი ორიენტაცია.
2. დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის მოწყობილი ადზ-სათვის უნდა დამონტაჟდეს მიახლოების სანათების მარტივი სისტემა, როდესაც ადზ გამოიყენება მხოლოდ კარგი ხილვადობისას ან როდესაც სხვა ვიზუალური საშუალებები უზრუნველყოფენ კარგ ორიენტირებას.
3. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის I კატეგორიით აღჭურვილი ადზ-თვის უნდა დამონტაჟდეს I კატეგორიის მიახლოების სანათების სისტემა.
4. მე-2 და მე-3 კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე უნდა დამონტაჟდეს მიახლოების სანათები, მე-2 და მე-3 კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის.
5. მიახლოების სანათების მარტივი სისტემა შედგება რიგი სანათებისაგან, რომლებიც დამონტაჟებულია ადზ-ს ღეძულა ხაზის გაგრძელებაზე, ადზ-ს ზღურბლიდან არანაკლებ 420 მ მანძილზე, სადაც ეს შესაძლებელია, და რიგი სანათებისაგან, რომლებიც ქმნიან 18 მ-იან ან 30 მ-იან შუქ-ჰორიზონტს, ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ მანძილზე.
6. სანათები, რომელიც წარმოქმნის შუქ-ჰორიზონტს, უნდა განთავსდეს რაც შეიძლება ზუსტად ჰორიზონტალურ სწორზე, რომელიც ღერძულა სანათების ხაზის პერპენდიკულარულია და ისე, რომ ეს ხაზი მას ჰყოფდეს შუაზე. შუქ-ჰორიზონტის სანათები უნდა განთავსდეს ერთი მეორის მიმართ ისეთი ინტერვალით, რომ შეიქმნას უწყვეტი ხაზის ეფექტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც 30 მ-იანი შუქ-ჰორიზონტის შემთხვევაში დასაშვებია წყვეტა ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს. გარემო პირობების გათვალისწინებით, აღნიშნული წყვეტა დაყვანილი უნდა იქნეს მინიმუმამდე და თითოეული არ აღემატებოდეს 6 მ-ს.
7. სანათები, რომლებიც ქმნიან ღერძულა ხაზს, უნდა განთავსდნენ 60 მ-იანი გრძივი ინტერვალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორიენტაციის გასაუმჯობესებლად შეიძლება 30 მ-იანი ინტერვალის გამოყენება. უახლოესი სანათი უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლიდან 30 მ ან 60 მ მანძილზე, ღერძულა ხაზის სანათებისთვის დადგენილ გრძივ ინტერვალზე დამოკიდებულებით.
8. როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია ღერძულა ხაზის სანათების გაგრძელება ადზ-ს ზღურბლიდან 420 მ მანძილზე, მაშინ იგი უნდა გაგრძელდეს 300 მ მანძილზე ისე, რომ მოიცვას შუქ-ჰორიზონტი. თუ აღნიშნული პირობის დაცვაც შეუძლებელია, მაშინ ღერძულა სანათები უნდა განთავსდეს შესაძლო სიგრძეზე და ამ შემთხვევაში ყოველი სანათი წარმოადგენს არანაკლებ 3 მ-იან სახაზო სანათს. თუ მიახლოების სანათების სისტემის შუქ-ჰორიზონტი განთვსებულია ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ მანძილზე, შესაძლოა დამატებითი შუქ-ჰორიზონტის გათვალისწინება ადზ-ს ზღურბლიდან 150 მ მანძილზე.
9. სანათების სისტემა, უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლზე გამავალ ჰორიზონტალურ სიბრტყეში, იმ პირობით, რომ:
ა) ILS-ის ან MLS-ის აზიმუტური ანტენის გარდა, არც ერთი ობიექტი არ კვეთდეს მიახლოების სანათების სიბრტყეს, სისტემის ღერძულა ხაზიდან 60 მ-ის ფარგლებში;
ბ) ყველა სანათი, გარდა შუქ-ჰორიზონტის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული სანათისა ან ღერძულა ხაზის სახაზო სანათისა (გარდა მისი ბოლოებისა), უნდა მოჩანდეს საჰაერო ხომალდიდან, რომელიც ახორციელებს დასაფრენად შესვლას.
10. ILS-ის ნებისმიერი დანადგარი ან MLS-ის აზიმუტური ანტენა, რომელიც კვეთს სანათების სიბრტყეს, ითვლება დაბრკოლებად და ექვემდებარება სათანადო მარკირებას და განათებას.
11. მიახლოების სანათების მარტივი სისტემის ნათურები უნდა იყოს მუდმივი ნათების და გააჩნდეს ისეთი ფერი, რომელიც ადვილად განასხვავებს მას სხვა სააერნაოსნო სახმელეთო სანათებისგან და სხვა გარეშე სანათებისგან, თუ ასეთი არსებობს. ღერძულა ხაზის ყოველი სანათი შედგება:
ა) სინათლის ცალკეული წყაროსაგან; ან
ბ) სახაზო სანათისაგან, არანაკლებ 3 მ სიგრძით.
12. აღუჭურველ ადზ-ზე განთავსებულ სანათებს პილოტი უნდა ხედავდეს ყველა მიმართულებიდან, მე-3 და მე-4 ბრუნის შესრულებას შორის ფრენის მონაკვეთზე და დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე. ნათურების ინტენსივობა საკმარისი უნდა იყოს ხილვადობის და განათების ყოველგვარ პირობებში, რომელზეც გათვლილია სისტემა.
13. დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე განთავსებულ სანათებს პილოტი უნდა ხედავდეს ყველა მიმართულებიდან, დასაფრენად შესვლის დასკნით საფეხურზე, როდესაც სხ არ სცილდება ტრაექტორიიდან ჩვეული გადახრის საზღვრებს, რაც განისაზღვრება არავიზუალური საშუალებებით. სანათები უნდა იძლეოდეს ორიენტირების საშუალებას როგორც დღისით, ისე ღამით, ყველაზე არახელსაყრელი ხილვადობის და განათების პირობებში, როდესაც სავარაუდოდ სისტემამ უნდა შეინარჩუნოს საექსპლუატაციო დანიშნულება.
14. 1-ლი კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის მიახლოების სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს რიგი სანათებისგან, რომელიც განთავსდება ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელებაზე, ფაქტობრივი შესაძლებლობის შემთხვევაში, ადზ-ს ზღურბლიდან 900 მ-ის ფარგლებში და რიგი სანათებისგან, რომლებიც შექმნიან 30 მ სიგრძის შუქ-ჰორიზონტს, ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ მანძილზე.
15. სანათები, რომლებიც ქმნიან შუქ-ჰორიზონტს, უნდა განთავსდნენ რაც შეიძლება ზუსტად ჰორიზონტალურ სწორზე, ღერძულა სანათების ხაზის პერპენდიკულარულად ისე, რომ ამ ხაზით გაყოს შუაზე. შუქ-ჰორიზონტის სანათები უნდა განთავსდეს ერთი მეორის მიმართ ისეთი ინტერვალით, რომ შეიქმნას უწყვეტი ხაზის ეფექტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასაშვებია წყვეტა ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს. ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, აღნიშნული წყვეტა დაიყვანება მინიმუმამდე და არ უნდა აღემატებოდეს 6 მ-ს.
16. სანათები, რომლებიც ქმნიან ღერძულა ხაზს, უნდა განთავსდნენ 30 მ-იანი გრძივი ინტერვალით, ამასთან უახლოესი სანათი უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლიდან 30 მ მანძილზე.
17. სანათების სისტემა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლზე გამავალ ჰორიზონტალურ სიბრტყეში, იმ პირობით, რომ:
ა) ILS-ის ან MLS-ის აზიმუტური ანტენის გარდა, არც ერთი ობიექტი არ უნდა კვეთდეს მიახლოების სანათების სიბრტყეს, სისტემის ღერძულა ხაზიდან 60 მ-ის ფარგლებში;
ბ) ყველა სანათი, გარდა შუქ-ჰორიზონტის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული სანათისა ან ღერძულა ხაზის სახაზო სანათისა (გარდა მისი ბოლოებისა), უნდა ჩანდეს საჰაერო ხომალდიდან, რომელიც ახორციელებს დასაფრენად შესვლას.
18. 1-ლი კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის მიახლოების სანათების სისტემის ღერძულა სანათებს და შუქ-ჰორიზონტის სანათებს უნდა გააჩნდეს ცვალებადი-თეთრი ფერის მუდნივი ნათება. ღერძულა ხაზის სანათების თითოეული ბლოკი უნდა შედგებოდეს:
ა) სინათლის ცალკეული წყაროსგან, ადზ-ს ღერძულა ხაზის უახლოეს 300 მ-იან მონაკვეთზე; სინათლის გაორმაგებული წყაროსაგან – ღერძულა ხაზის შუა 300 მ-იან მონაკვეთზე; და სინათლის გასამმაგებული წყაროსაგან – ადზ-ს ღერძულა ხაზის შორეულ 300 მ-იან მონაკვეთზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაცია მანძილის შესახებ;
ბ) სახაზო სანათებისგან.
19. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია მიახლოების სანათების საექსპლუატაციო საიმედოობა, როგორც ტექნიკური მომსახურების მიზნობრივი მაჩვენებელი, ღერძულა ხაზის სანათების თითოეული ბლოკი შეიძლება შედგებოდეს:
ა) სინათლის ცალკეული წყაროსაგან;
ბ) სახაზო სანათებისაგან.
20. სახაზო სანათის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 4 მ. იმ შემთხვევაში, როდესაც სახაზო სანათი შედგება სინათლის წერტილოვან წყაროსთან გათანაბრებული ნათურებისგან, მაშინ ნათურები უნდა განლაგდეს თანაბარი, არაუმეტეს 1,5 მ-ის ტოლი ინტერვალებით.
21. როდესაც ღერძულა ხაზი შედგება სახაზო სანთებისგან, მაშინ ყოველ ასეთ სანათს უნდა დაემატოს ციმციმა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისტემის მახასიათებლების და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მსგავსი ციმციმა სანათები საჭირო არ არის.
22. ამ მუხლის 21-პუნქტში მითითებული ყოველი ციმციმა სანათი წამში ორ გაკრთომას უნდა ასრულებდეს დადგენილი თანამიმდევრობით, დაწყებული ადზ-ს ზღურბლიდან სისტემის ყველაზე შორი სანათიდან უახლოეს სანათამდე. ამასთან, ელექტროქსელის სქემა უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს ამ სანათების მიახლოების სანათების სისტემის სხვა სანათებისგან დამოუკიდებლად მართვა.
23. თუ ღეძულა ხაზი შედგება სინათლის ცალკეული წყაროსა და სახაზო სანათებისგან, მაშინ ზღურბლიდან 300 მ-ზე გათვალისწინებულ შუქ-ჰორიზონტს უნდა დაემატოს შუქ-ჰორიზონტის სანათები 150 მ, 450 მ, 600 მ და 750 მ მანძილზე, ადზ-ს ზღურბლიდან. სანათები, რომლებიც წარმოქმნიან თითოეულ შუქ-ჰორიზონტს, უნდა განთავსდნენ რაც შეიძლება ზუსტად ჰორიზონტალურ სწორზე, რომელიც ღერძულა სანათების ხაზის პერპენდიკულარულია და ისე, რომ ეს ხაზი მას ყოფდეს შუაზე. შუქ-ჰორიზონტის სანათები უნდა განთავსდეს ერთი მეორის მიმართ ისეთი ინტერვალით, რომ შეიქმნას უწყვეტი ხაზის ეფექტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასაშვებია წყვეტა ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს. გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული წყვეტა დაყვანილი უნდა იქნეს მინიმუმამდე და არ აღემატებოდეს 6 მ-ს.
24. როდესაც სისტემა მოიცავს დამატებით შუქ-ჰორიზონტებს, მათი გარეთა ბოლოები უნდა განთავსდეს ორ სწორ ხაზზე ან გავრცელდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების პარალელურად ან გადაიკვეთოს ადზ-ს ღერძულა ხაზზე წერტილში, რომელიც მდებარეობს ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ მანძილზე და მათი ნათება უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების А2-1 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებს.
25. მიახლოების სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს რიგი სანათებისაგან, რომლებიც მონტაჟდება ადზ-ს ღეძულა ხაზის გაგრძელებაზე, ადზ-ს ზღურბლიდან არანაკლებ 900 მ მანძილზე, სადაც ეს შესაძლებელია. გარდა ამისა, სისტემას უნდა გააჩნდეს სანათების ორი გვერდითი რიგი, ადზ-ს ზღურბლიდან 270 მ მანძილზე და ორი შუქ-ჰორიზონტი: ერთი – ადზ-ს ზღურბლიდან 150 მ მანძილზე, მეორე – 300 მ მანძილზე, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-18 ნახაზზე. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია მიახლოების სანათების საექსპლუატაციო საიმედოობა, როგორც ტექნიკური მომსახურების მიზნობრივი მაჩვენებელი, სისტემას შეიძლება გააჩნდეს სანათების ორი გვერდითი რიგი, ადზ-ს ზღურბლიდან 240 მ მანძილზე და ორი შუქ-ჰორიზონტი: ერთი 150 მ მანძილზე და მეორე 300 მ მანძილზე, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-19 ნახაზზე.
26. სანათები, რომლებიც ქმნიან ღერძულა ხაზს, უნდა განთავსდნენ 30 მ-იანი გრძივი ინტერვალით, ამასთან უახლოესი სანათი უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლიდან 30 მ მანძილზე.
27. სანათები, რომლებიც ქმნიან გვერდითა რიგებს, უნდა განთავსდნენ ღერძულა ხაზის ორივე მხარეს, ისეთივე გრძივი ინტერვალით, როგორც ღერძულა სანათები, ამასთან უახლოესი სანათი უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლიდან 30 მ მანძილზე. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია მიახლოების სანათების საექსპლუატაციო საიმედოობა, როგორც ტექნიკური მომსახურების მიზნობრივი მაჩვენებელი, გვერდითა რიგების შემადგენლობაში შემავალი სანათები შეიძლება განთავსდეს ღერძულა ხაზის ორივე მხარეს, 60 მ-ის ტოლი გრძივი ინტერვალით. ამასთან, პირველი სანათი უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლიდან 60 მ მანძილზე. ადზ-ს ზღურბლთან უახლოეს გვერდითა რიგის სანათებს შორის განივი ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 18 მ-ს და არაუმეტეს 22,5 მ-ს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, განივი ინტერვალი უნდა იყოს ტოლი დაფრენის არის სანათებს შორის მანძილისა.
28. ადზ-ს ზღურბლიდან 150 მ მანძილზე გათვალისწინებული შუქ-ჰორიზონტი უნდა ავსებდეს ღერძულა სანათებსა და გვერდითა რიგის სანათებს შორის შუალედს.
29. ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ მანძილზე გასათვალისწინებელი შუქ-ჰორიზონტი უნდა გაგრძელდეს ღერძულა სანათების ორივე მხარეს, ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელებიდან 15 მ მანძილზე.
30. თუ ადზ-ს ზღურბლიდან გარეთ 300 მ მანძილზე ღერძულა ხაზი შედგება სანათებისგან სინათლის სამმაგი, ორგმაგი ან ერთმაგი წყაროსაგან, გასათვალისწინებელია დამატებითი შუქ-ჰორიზონტები 450 მ, 600 მ, და 750 მ მანძილზე, ადზ-ს ზღურბლიდან.
31. როდესაც, სისტემა მოიცავს დამატებით შუქ-ჰორიზონტებს, მათი გარეთა ბოლოები უნდა განთავსდეს ორ სწორ ხაზზე ან გავრცელდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის პარალელურად ან გადაიკვეთოს ადზ-ს ღერძული ხაზზე წერტილში, რომელიც მდებარეობს ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ მანძილზე.
32. სანათების სისტემა, უნდა განთავსდეს ადზ-ს ზღურბლზე გამავალ ჰორიზონტალურ სიბრტყეში, იმ პირობით, რომ:
ა) ILS-ის ან MLS-ის აზიმუტური ანტენის გარდა, არც ერთი ობიექტი არ უნდა კვეთდეს მიახლოების სანათების სიბრტყეს, სისტემის ღერძულა ხაზიდან 60 მ-ის ფარგლებში;
ბ) ყველა სანათი, გარდა შუქ-ჰორიზონტის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული სანათისა ან ღერძულა ხაზის სახაზო სანათისა (გარდა მისი ბოლოებისა), უნდა ჩანდეს საჰაერო ხომალდიდან, რომელიც ახორციელებს დასაფრენად შესვლას.
33. მე-2 და მე-3 კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის მიახლოების სანათების სისტემის ღერძულა სანათები ადზ-ს ზღურბლიდან პირველ 300 მ-ზე უნდა წარმოადგენდნენ ცვალებადი-თეთრი ფერის სახაზო სანათს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადზ-ს ზღურბლი 300 მ-ით ან მეტითაა წანაცვლებული და ღერძულა ხაზი შეიძლება შედგებოდეს სინათლის ცალკეული წყაროსაგან, რომელიც გამოსცემს ცვალებადი ინტენსივობის თეთრ ფერს. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია მიახლოების სანათების საექსპლუატაციო საიმედოობა, როგორც ტექნიკური მომსახურების მიზნობრივი მაჩვენებელი, მიახლოების სანათების სისტემის ღერძულა სანათები, მე-2 და მე-3 კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის ადზ-ს ზღურბლიდან პირველ 300 მ-ზე უნდა გააჩნდეს ცვალებადი თეთრი ფერის ნათება და წარმოადგენდეს:
ა) სახაზო სანათებს, როდესაც ადზ-ს ზღურბლის გარეთ 300 მ-ის ფარგლებში ღერძულა ხაზი შედგება სახაზო სანათებისგან;
ბ) სინათლის ცალკეული წყაროსა და სახაზო სანათების მონაცვლეობას, როდესაც ადზ-ს ზღურბლიდან გარეთ 300 მ-ის ფარგლებში, ღერძულა ხაზი შედგება სინათლის ცალკეული წყაროსაგან, ამასთან სინათლის წყაროს პირველი ერთეული განლაგდება ადზ-ს ზღურბლიდან 60 მ მანძილზე; ან
გ) სინათლის ცალკეულ წყაროს, როდესაც ადზ-ს ზღურბლი 300 მ-ით ან მეტითაა წანაცვლებული.
34. ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ-იანი მონაკვეთის ფარგლებს გარეთ, ღერძულა სანათების ყოველი ბლოკს უნდა გააჩნდეს ცვალებადი თეთრი ფერი და შედგებოდეს :
ა) ადზ-ს ზღურბლიდან პირველ 300 მ-ზე განლაგებული სახაზო სანათებისაგან,ბ) სინათლის გაორმაგებული წყაროსაგან, ღერძულა ხაზის შუა 300 მ-იან მონაკვეთზე და სინათლის გასამმაგებული წყაროსაგან, ადზ-ს ზღურბლიდან ღერძულა ხაზის შორეულ 300 მ-იან მონაკვეთზე.
35. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია მიახლოების სანათების საექსპლუატაციო საიმედოობა, როგორც ტექნიკური მომსახურების მიზნობრივი მაჩვენებელი, ადზ-ს ზღურბლიდან 300 მ-ის ფარგლებს გარეთ ღერძული სანათების ყოველი ბლოკს უნდა გააჩნდეს ცვალებადი თეთრი ფერი და შედგებოდეს:
ა) სახაზო სანათებისაგან;
ბ) სინათლის ცალკეული წყაროსაგან.
36. სახაზო სანათების სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 4 მ. იმ შემთხვევაში, როდესაც სახაზო სანათი შედგება სინათლის წერტილოვან წყაროსთან გათანაბრებული ნათურებისაგან, მაშინ ნათურები უნდა განლაგდეს თანაბარი, არაუმეტეს 1,5 მ-ის ტოლი ინტერვალებით.
37. თუ ადზ-ს ზღურბლიდან გარეთ 300 მ მანძილზე ღერძულა ხაზი უნდა შედგებოდეს ადზ-ს ზღურბლიდან პირველ 300 მ-ზე განლაგებული სახაზო სანათებისაგან ან სახაზო სანათებისგან, მაშინ 300 მ-ის ფარგლებს გარეთ ყოველ ასეთ სანათზე უნდა დაემატოს ციმციმა სანათი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისტემის მახასიათებლების და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მსგავსი ციმციმა სანათები საჭირო არ არის.
38. ამ მუხლის 39-ე პუნქტით მითითებული ყოველი ციმციმა სანათი უნდა ასრულებდეს წამში ორ გაკრთომას დადგენილი თანამიმდევრობით, დაწყებული ადზ-ს ზღურბლიდან სისტემის ყველაზე შორი სანათიდან უახლოესი სანათამდე. ამასთან, ელექტროქსელის სქემა უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს ამ სანათების მიახლოების სანათების სისტემის სხვა სანათებისგან დამოუკიდებლად მართვა.
39. გვერდითი რიგის სახაზო სანათები უნდა შედგებოდეს წითელი ფერის სანათებისაგან. გვერდითი რიგის სახაზო სანათების სიგრძე და ინტერვალი ნათურებს შორის უნდა იყოს ისეთივე, როგორც დაფრენის არის სახაზო სანათებისა.
40. სანათებს, რომლებიც ქმნიან შუქ-ჰორიზონტებს, უნდა გააჩნდეს ცვალებადი-თეთრი ფერის მუდმივი ნათება. თანაბრად განლაგებულ სანათებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 2,7 მ-ს.
41. წითელი ფერის სანათების ინტენსივობა უნდა იყოს თეთრი ფერის სანათების ინტენსივობის მსგავსი, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების А2-1 და А2-2 ნახაზებზე მოცემულ მოთხოვნებ