1. თუ აეროდრომზე ადზ აღჭურვილია შუქსასიგნალო სისტემით და არ არსებობს ენერგომომარაგების სათადარიგო წყარო, აეროდრომის საექსპლუატაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ისეთი საავარიო სანათები, რომელიც ძირითადი შუქსასიგნალო სისტემის მტყუნების შემთხვევაში სწრაფად განთავსდებოდა მინიმუმ ძირითად ადზ-ზე.
2. ადზ-ზე დამონტაჟებული საავარიო სანათები, სულ მცირე, უნდა შეესაბამებოდეს აღუჭურველი ადზ-ს სანათების კონფიგურაციას.
3. საავარიო სანათების ფერი უნდა შეესაბამებოდეს ადზ-ს შუქსასიგნალო სისტემების მიმართ არსებულ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია ადზ-ს ზღურბლის სანათები და შემზღუდავი სანათები იყოს ფერადი, ყველა სანათი შეიძლება იყოს თეთრი, ინტენსივობის ცვლილების შესაძლებლობით ან შეძლებისდაგვარად, მიახლოებული ამ ტიპთა