1. ხელოვნურსაფარიან ბაქანზე უნდა განთავსდეს უსაფრთხოების ზოლები, სადგომზე საჰაერო ხომალდების განთავსების სქემისა და სახმელეთო საშუალებების განლაგების გათვალისწინებით.
2. ბაქანზე უსაფრთხოების ზოლები უნდა განთავსდეს ისე, რომ განისაზღვროს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების, საჰაერო ხომალდების მომსახურე სხვა საშუალებების მიერ გამოსაყენებლად და სხვა მომსახურებისთვის განკუთვნილი არეები, საჰაერო ხომალდებიდან უსაფრთხო დაშორების უზრუნველყოფის მიზნით.
3. ბაქანზე უსაფრთხოების ზოლი უნდა მოიცავდეს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ფრთის ბოლოდან უსაფრთხო დაშორების ხაზი და მომსახურებისთვის განკუთვნილი გზების შემზღუდავი ხაზები, სადგომზე განთავსების სქემებისა და სახმელეთო საშუალებების განლაგების შესაბამისად.
4. ბაქანზე უსაფრთხოების ზოლების სიგანე, სულ მცირე, უნდა იყოს 10 სმ და დაიტანება უწყვეტად მთელ სიგრძეზ