1. ხელოვნურსაფარიან სბ-ზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არესა და ბაქანზე, რომელიც ემსახურება ადზ-ს, დაიტანება სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი ორიენტირება ადზ-ს ღერძულა ხაზსა და საჰაერო ხომალდის სადგომებს შორის.
2. სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება დაიტანება ხელოვნურსაფარიან ადზ-ზე, რომელიც წარმოადგენს მიმოსვლის სტანდარტული მარშუტის ნაწილს და რომელზეც:
ა) არ არის ადზ-ს ღერძულა ხაზის მარკირება; ან
ბ) იქ, სადაც სბ-ს ღერძულა ხაზი არ ემთხვევა ადზ-ს ღერძულ ხაზს.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მიეთითოს ადზ-თან მოცდის ადგილთან მიახლოება, დატანილი უნდა იქნეს სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება.
4.სბ-ის ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება, თუ ის გათვალისწინებულია, დაიტანება სბ-სა და ადზ-ს ყოველ გადაკვეთაზე.
5. სბ-ს სწორხაზოვან მონაკვეთზე, ღერძულა ხაზის მარკირება დაიტანება სბ-ს ღერძულა ხაზის გასწვრივ. სბ-ს მოსახვევებზე ღერძულა ხაზის მარკირება უნდა გაგრძელდეს სწორხაზოვანი მონაკვეთიდან, მრუდწირული მონაკვეთის გარე კიდემდე თანაბარი დაშორების დაცვით, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-2 ნახაზზე.
6. სბ-ს ადზ-თან გადაკვეთისას, როდესაც სბ წარმოადგენს ადზ-დან სხ-ის გამყვანს, სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება უნდა შეერწყას ადზ-ს ღერძულა ხაზის მარკირებას მრუდის მეშვეობით, როგორც ეს ნაჩვენებია რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 და 29-ე ნახაზებზე. სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება უნდა გაგრძელდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის მარკირების პარალელურად, შეხების წერტილიდან, სულ მცირე, 60 მ-ზე – ადზ-თვის, რომლის კოდური აღნიშვნაა 3 ან 4 და 30 მ-ზე – ადზ-თვის, რომლის კოდური აღნიშვნაა 1 ან 2.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადზ-ზე უზრუნველყოფილია სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება, იგი დაიტანება დადგენილი სბ-ს ღერძულა ხაზზე.
8. თუ უზრუნველყოფილია სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება:
ა) იგი უნდა დაიწყოს ადზ-თან მოცდის ადგილიდან, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზის (A) ნიმუშის შესაბამისად და გავრცელდეს 47 მ-ზე ადზ-დან გასვლის მიმართულებით, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის პირველი ნახაზის (ა) ვარიანტზე.
ბ) თუ სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება კვეთს ადზ-თან მოცდის სხვა ადგილის მარკირებას, როგორიცაა II ან III კატეგორიით დასაფრენად აღჭურვილი ადზ, რომელიც მდებარეობს 47 მ-ის ფარგლებში ადზ-თან მოცდის პირველი ადგილის მარკირებიდან, მაშინ სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება წყდება ადზ-თან მოცდის ადგილის გადაკვეთამდე და შემდეგ 0,9 მ მანძილზე. ადზ-თან მოცდის ადგილის გადაკვეთის შემდეგ, სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება გრძელდება, სულ მცირე, სამი წყვეტილი ხაზით ან 47 მ მანძილზე თავიდან ბოლომდე, იმის მიხედვით, თუ რომელი სიდედეა მეტი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-11 ნახაზის (ბ) ვარიანტზე;
გ) თუ სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება გადის სბ-ს სბ-თან გადაკვეთაზე, რომელიც მდებარეობს ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირებიდან 47 მ-ის ფარგლებში, მაშინ სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება წყდება 1,5 მ-ის მანძილზე წერტილამდე და შემდეგ, სადაც გადამკვეთი სბ-ს კვეთს სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებულ მარკირებას. სბ-ს სბ-თან გადაკვეთის შემდეგ, სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება, გრძელდება, სულ მცირე, სამი წყვეტილი ხაზით ან 47 მ მანძილზე თავიდან ბოლომდე, იმის მიხედვით, თუ რომელი სიდედეა მეტი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-11 ნახაზის (გ) ვარიანტზე;
დ) თუ სბ-ს ორი ღერძულა ხაზი უახლოვდება ერთმანეთს ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირების გადაკვეთის წერტილთან ან ამ წერტილამდე, მაშინ სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირების შიდა წყვეტილი ხაზის სიგრძე არანაკლებ 3 მ-ია, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-11 ნახაზის (დ) ვარიანტზე;
ე) თუ ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირება დატანილია ადზ-ს ორივე მხარეს და მათ შორის მანძილი 94 მ-ზე ნაკლებია, მაშინ სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება ვრცელდება მთელ ამ სიგრძეზე. სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება არ სცილდება ადზ-თან მოცდის ადგილების მარკირებას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-11 ნახაზის (ე) ვარიანტზე.
9. სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ სიგანისა და დაიტანება უწყვეტი ხაზით მთელ სიგრძეზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი კვეთს ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირებას ან მოცდის შუალედური ადგილის მარკირებას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზზე.
10. სბ-ს ღერძულა ხაზის გაუმჯობესებული მარკირება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-11 ნახაზზე მოცემულ მონაცემებ