1. ადზ-ს გვერდითა კიდეების მარკირება უნდა განხორციელდეს ხელოვნურსაფარიანი ადზ-ს ზღურბლებს შორის იქ, სადაც ადზ-ს საზღვრებს და უსაფრთხოების გვერდითა ზოლებს ან გარემომცველ არის შორის არ არის კონტრასტი.
2. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე უნდა განხორციელდეს ადზ-ს გვერდითა კიდეების მარკირება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონტრასტი ადზ-ს საზღვრებს და უსაფრთხოების გვერდითა ზოლებს ან გარემომცველ არის შორის.
3. ადზ-ს გვერდითა კიდეების მარკირება შედგება ორი ზოლისაგან, რომელთაგან თითოეული დაიტანება ადზ-ს გვერდითა საზღვრის გასწვრივ ისე, რომ თითოეული ზოლის გარეთა მხარე დაახლოებით ემთხვეოდეს ადზ-ს კიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს სიგანე აღემატება 60 მ-ს, მაშინ აღნიშნული ზოლები უნდა განთავსდეს ადზ-ს ღერძულა ხაზიდან 30 მ მანძილზე.
4. ადზ-ზე, სადაც გათვალისწინებულია მოსაბრუნებელი მოედანი, ადზ-ს კიდეების მარკირება უნდა განხორციელდეს ადზ-სა და ადზ-ზე მოსაბრუნებელ მოედანს შორის.
5. ადზ-ს გვერდითა კიდეების მომნიშვნელი ზოლის სრული სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 0.9 მ, თუ ადზ-ს სიგანე 30 მ ან მეტია, ხოლო უფრო ვიწრო ადზ-ის შემთხვევაში 0.45