1. ორი ან მეტი ადზ-ს გადაკვეთაზე დაიტანება უფრო მნიშვნელოვანი ადზ-ს მარკირება, გარდა ადზ-ს კიდეებისა, ხოლო სხვა დანარჩენი ადზ-ს მარკირება წყდება. მნიშვნელოვანი ადზ-ს კიდეების მარკირება გრძელდება ან წყდება გადაკვეთებზე.

2. მარკირების დატანის თვალსაზრისით, ადზ-ს მნიშვნელობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პირველი – დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ;

ბ) მეორე – დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ;

გ) მესამე – აღუჭურველი ადზ.

3. ადზ-ს და სბ-ს გადაკვეთაზე დაიტანება მხოლოდ ადზ-ს მარკირება, ხოლო სბ-ს მარკირება წყდება, გარდა ადზ-ს კიდის მარკირებისა, რომელიც შესაძლოა შეწყდეს.

4. ადზ-ს მარკირება უნდა იყოს თეთრი ფერის. ადზ-ს ღია ფერის ზედაპირზე თეთრი ფერის მარკირების შემჩნევადობის ასამაღლებლად შესაძლებელია შავი ფერის კონტურის შემოვლება.

5. სბ-ს, ადზ-ზე საჰაერო ხომალდის მოსაბრუნებელი მოედნის და საჰაერო ხომალდის სადგომების მარკირება უნდა იყოს ყვითელი ფერის.

6. ბაქანის უსაფრთხოების ზოლებს უნდა გააჩნდეს შესამჩნევი შეფერილობა, კონტრასტული საჰაერო ხომალდის სადგომის მარკირების ფერთან მიმართებით.

7. აეროდრომებზე, სადაც ფრენები ხორციელდება ღამის პერიოდში, ხელოვნური საფარის მარკირება უნდა შესრულდეს შუქამრეკლი მასალების გამოყენებით, რათა გაუმჯობესდეს მარკირების ხილვადობა.

8. სბ, რომელსაც არ გააჩნია ხელოვნური საფარი, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს მარკირებული, როგორც ხელოვნურსაფარიანი სბ.

9. ხელოვნურსაფარიან ადზ-ს ზღურბლთან დაიტანება ადზ-ს აღმნიშვნელი მარკირების ნიშანი.

10. ხელოვნური საფარის არმქონე ადზ-ს ზღურბლთან, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე დაიტანება ადზ-ს მაჩვენებელი მარკირებ