1. როდესაც აეროდრომზე გათვალისწინებულია დაფრენის მიმართულების მაჩვენებელი, იგი უნდა განთავსდეს ისე, რომ იყოს კარგად შესამჩნევი.

2. დაფრენის მიმართულების მაჩვენებელს უნდა გააჩნდეს „T“-ს მაგვარი ფორმა.

3. დაფრენის მიმართულებლის მაჩვენებლის (T) ფორმა და მინიმალური ზომები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-5 ნახაზით დადგენილ მოთხოვნებს. დაფრენის მიმართულების მაჩვენებლისათვის (T) შეირჩევა თეთრი ან ნარინჯის ფერები. ფერის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, რომელიც უფრო კონტრასტულია იმ ზედაპირთან შედარებით, რომელზეც ეს ნიშანი უნდა განთავსდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც დაფრენის მიმართულების მაჩვენებელი (T) გამოიყენება ღამის პერიოდში, იგი უნდა განათდეს ან გამოყოფილ იქნეს თეთრი სანათები