1. აეროდრომი აღჭურვილი უნდა იყოს სულ მცირე ერთი ერთეული ქარის მიმართულების მაჩვენებლით.

2. ქარის მიმართულების მაჩვენებელი უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი დანახვა საჰაერო ხომალდიდან, რომელიც ახორციელებს აფრენას ან დაფრენას ან იმყოფება აეროდრომის სამუშაო მოედანზე და ისე, რომ მასზე ჰაერის ნაკადები არ ახდენდნენ ზეგავლენას, რომელსაც იწვევენ ახლო მდებარე ობიექტები.

3. ქარის მიმართულების მაჩვენებელს უნდა ჰქონდეს წაკვეთილი კონუსის ფორმა, დამზადებული უნდა იყოს ქსოვილისაგან, სიგრძით არანაკლებ 3.6 მ-ისა და ფუძესთან დიამეტრით 0.9 მ-ისა. ქარის მაჩვენებელი დამზადებეული უნდა იყოს ისეთი გაანგარიშებით, რომ ნათლად აჩვენებდეს მიწისზედა ქარის მიმართულებას და საერთო წარმოდგენას ქმნიდეს ქარის სიჩქარეზე. მაჩვენებლის ფერები შერჩეული უნდა იქნეს ისე, რომ მკვეთრად გამოირჩეოდეს საერთო ფონიდან და მისი მაჩვენებლები გასაგები იყოს 300 მ სიმაღლიდან მაინც. საჭიროა გამოყენებულ იქნეს ერთი ფერი, სასურველია თეთრი ან ნარინჯისფერი. იმ შემთხვევაში, როდესაც ქარის მაჩვენებლი განთავსებულია არაერთგვაროვან ფონზე, საჭირო კონტრასტულობის მისაღწევად აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ორი ფერის შეხამება, უპირატესობა უნდა მიენიჭოს თეთრის ნარინჯისფერთან, თეთრის წითელთან ან თეთრის შავთან შეხამებას. ფერები უნდა განლაგდეს ხუთ ზოლად, ერთმანეთის მონაცვლეობით, ისე რომ პირველი და ბოლო ზოლი იყოს უფრო მუქი.

4. ქარის მიმართულების მაჩვენებლის ადგილმდებარეობა აღნიშნული უნდა იქნეს 1.2 მ-ის სისქის ზოლით, რომელიც დაიტანება 15 მ-ის დიამეტრის წრის სახით. ქარის მიმართლების მაჩვენებლის საყრდენი წრეწირის ცენტრში უნდა იყოს მოთავსებული. ზოლის ფერი უნდა შეირჩეს აუცილებელი კონტრასტულობის მისაღწევად, სასურველია თეთრი ფერის შერჩევა.

5. აეროდრომზე, რომელიც გათვალისწინებულია ღამის ფრენებისათვის, აუცილებელია ქარის მიმართულების ერთი მაჩვენებელი მაინც იყოს განათებულ