1. ბაქანი უნდა იყოს გათვალისწინებული იქ, სადაც საჭიროა საჰაერო ხომალდში მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომისათვის პირობების შექმნა, ტვირთის მიღება/გაგზავნისათვის ოპერაციების შესასრულებლად, აგრეთვე საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის. ამასთანავე, არ უნდა შეექმნას შეფერხება სააეროდრომო მოძრაობას.

2. ბაქნის საერთო ფართობი შესაბამისი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს სააეროდრომო მოძრაობის გამტარუნარიანობა, მაქსიმალური გაანგარიშებული ინტენსივობის დროს.

3. ბაქანის ნებისმიერი ნაწილის საფარის სიმტკიცე უნდა იყოს ისეთი, რომ გაუძლოს საჰაერო ხომალდის მოძრაობით გამოწვეულ დატვირთვას, რომელსაც ის ემსახურება; ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ბაქნის ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობის ინტენსივობა გაცილებით მაღალია და საჰაერო ხომალდების ნელი მოძრაობის ან გაჩერების დროს, აღნიშნული მონაკვეთები განიცდიან მეტ დატვირთვას, ვიდრე ადზ.

4. ბაქნის ქანობი, საჰაერო ხომალდის სადგომზე სამიმოსვლო ზოლის ქანობის ჩათვლით, საკმარისი უნდა იყოს, რათა არ მოხდეს ზედაპირზე წყლის დაგროვება, მაგრამ უნდა შენარჩუნდეს ჰორიზონტალური სიბრტყე, რამდენადაც ეს შესაძლებელია დრენაჟირების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

5. სხ-ის სადგომის მაქსიმალური ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს.

6. სხ-ის სადგომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების მინიმალური მანძილები სადგომზე მიმავალ ან გამომავალ სხ-ისა და ნებისმიერ ახლო მდებარე შენობას შორის, სხვა სადგომზე მდებარე სხ-ისა და ნებისმიერ სხვა ობიექტს შორის:

ა) 3 მ, როდესაც კოდური აღნიშვნაა A და B;

ბ) 4,5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნაა C;

გ) 7,5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნაა D, E და F.

7. საჰაერო ხომალდის სადგომზე, როდესაც ის მიმართულია წინა ნაწილით სამგზავრო ტერმინალისაკენ, რომლის კოდური აღნიშვნაა D, E ან F, განსაკუთრებულ გარემოებაში უსაფრთხო მანძილი შეიძლება შემცირდეს:

ა) სამგზავრო ტერმინალს, ნებისმიერი ფიქსირებული ტრაპის ჩათვლით და საჰაერო ხომალდის წინა ნაწილს შორის;

ბ) საჰაერო ხომალდის ნებისმიერი სადგომის ზემოთ, რომელიც უზრუნველყოფილია ვიზუალური შეპირაპირების სამართი სისტემის მეშვეობით აზიმუტით მიმართვი