1. როდესაც ადზ-თვის გათვალისწინებულია დამუხრუჭების ბოლო ზოლი, მას უნდა გააჩნდეს იგივე სიგანე, რაც ადზ-ს, რომელსაც იგი უერთდება.

2. დამუხრუჭების ბოლო ზოლის გრძივი და განივი ქანობი და მისი ცვლილება, აგრეთვე, ადზ-დან დამუხრუჭების ბოლო ზოლზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ადზ-ს მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც უერთდება დამუხრუჭების ბოლო ზოლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) აუცილებელი არ არის დამუხრუჭების ბოლო ზოლებზე გავრცელდეს შეზღუდვები, ადზ-ს პირველი და ბოლო მეოთხედი მონაკვეთების 0.8% დახრილობის მოწყობასთან დაკავშირებით;

ბ) ადზ-თან დამუხრუჭების ბოლო ზოლის საზღვარზე და დამუხრუჭების ბოლო ზოლის მთელ სიგრძეზე ქანობის ცვლილიების მაქსიმალური მაჩვენებელი შეიძლება იყოს 0.3 % 30 მ-ზე (მრუდის მინიმალური რადიუსი 10 000 მ-ია), ადზ-თვის როდესაც კოდური რიცხვია 3 ან 4.

3. დამუხრუჭების ბოლო ზოლი უნდა მოეწყოს ისე, რომ გაუძლოს შეწყვეტილი აფრენისას იმ სხ-ის მიერ გადაცემულ დატვირთვას, რომელსაც ის ემსახურება და ამასთან, არ გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის დაზიანება.

4. ხელოვნურსაფარიანი დამუხრუჭების ბოლო ზოლის მოწყობა ან საფარის შეცვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ზედაპირის შეჭიდების მახასიათებლები შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს მასთან დაკავშირებული ადზ-ს შეჭიდების მახასიათებლებ