1. საფრენი ზოლის ბოლოში უნდა მოეწყოს უსაფრთხოების ბოლო არე, როდესაც აეროდრომის:
ა) კოდური აღნიშვნა 3 ან 4, და
ბ) კოდური აღნიშვნა 1 ან 2 და ადზ არის აღჭურვილი.
2. სადაც ფაქტობრივად შესაძლებელია, ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საფრენი ზოლის ყოველ ბოლოში, როდესაც მითითებულია კოდური აღნიშვნა 1 ან 2 და ადზ არის აღუჭურველი.
3. ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არე ვრცელდება საფრენი ზოლის ბოლოდან გარეთ, სიგრძით არანაკლებ 90 მ მანძილზე, მაგრამ, სადაც ფაქტობრივად შესაძლებელია, უნდა გაგრძელდეს:
ა) 240 მ-მდე, როდესაც კოდური აღნიშვნაა 3 ან 4, ან ნაკლებ მანძილზე, თუ მოწყობილია ავარიული სამუხრუჭე სისტემა;
ბ) 120 მ-მდე, როდესაც კოდური აღნიშვნა 1 ან 2 და ადზ არის აღჭურვილი, ან ნაკლებ მანძილზე, თუ მოწყობილია ავარიული სამუხრუჭე სისტემა.
4. აღუჭურველი ადზ-თვის, როდესაც კოდური აღნიშვნაა 1 ან 2, სადაც ფაქტობრივად შესაძლებელია უნდა მოეწყოს ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არე, საფრენი ზოლის ბოლოდან გარეთ, სიგრძით 30 მ.
5. ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არის სიგანე უნდა იყოს არსებული ადზ-ს სიგანეზე, სულ მცირე, 2-ჯერ მეტი და სადაც შესაძლებელია, უნდა შეესაბამებოდეს მასთან დაკავშირებული საფრენი ზოლის მოშანდაკებული ნაწილის სიგანეს.
6. ობიექტი, რომელიც განთავსებულია ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არეში და შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას, განიხილება როგორც დაბრკოლება და ექვემდებარება მოცილებას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
7. ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არე უნდა იყოს გასუფთავებული და მოშანდაკებული, რომელიც გამოსადეგია იმ სხ-სთვის, რომელთათვისაც გათვალისწინებულია ადზ, სხ-ის ნაადრევი დაფრენის ან ადზ-დან გადაცდენის შემთხვევაში.
8. ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არის ქანობი უნდა იყოს ისეთი, რომ მისი არც ერთი ნაწილი სიმაღლეში არ აღემატებოდეს დასაფრენად შესვლის და აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირს.
9. ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არის გრძივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს დაღმავალ 5%-ს ქანობს. გრძივი ქანობის ცვლილება, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს რაც შეიძლება მდორე და გამოირიცხოს მკვეთრი გადასვლა ან მკვეთრი უკუქანობი.
10. ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არის განივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს აღმავალ ან დაღმავალ 5%-ს. განსხვავებულ ქანობებს შორის გადასვლა, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს მაქსიმალურად მდორე.
11. ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არე უნდა მომზადდეს ან მოეწყოს ისე, რომ შემცირდეს სხ-ის დაზიანების რისკი, მისი ნაადრევი დაფრენის ან ადზ-დან გადაცდენის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს სხ-ის სიჩქარის შემცირებას და გააადვილოს საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეუფერხებლა