1. აეროდრომის ადზ-ს რაოდენობა და მიმართულება ისე უნდა შეირჩეს, რომ საჰაერო ხომალდების მიერ აეროდრომის გამოყენების კოეფიციენტი არ იყოს 95%-ზე ნაკლები.
2. ადზ-ს ადგილმდებარეობა და მიმართულება, შეძლებისდაგვარად, უნდა შეირჩეს ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მოფრენის და გაფრენის მარშრუტების გავლა დასახლებული რაიონების და ხმაურისადმი მგრძნობიარე სხვა რაიონების თავზე, რათა მომავალში აცილებული იყოს ხმაურთან დაკავშირებული პრობლემები.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნისათვის, ადზ-თვის მაქსიმალური დასაშვები ქარის გვერდითი მდგენელი შეირჩევა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) ჩვეულ პირობებში საჰაერო ხომალდების აფრენა/დაფრენა შეუძლებელია, თუ ქარის გვერდითი მდგენელის სიჩქარე აღემატება:
ა.ა) 37კმ/სთ (20 კვანძი) სიჩქარეს თვითმფრინავებისათვის, რომლისთვისაც საფრენი ზოლის გაანგარიშებული სიგრძე შეადგენს 1500მ და მეტს, გამონაკლისია თუ ადზ-ზე დამუხრუჭების დაბალი ეფექტურობაა შეჭიდების კოეფიციენტის სიმცირის გამო, ამ შემთხვევაში ქარის დასაშვები გვერდითი მდგენელი მიიღება არაუმეტეს 24კმ/სთ (13 კვანძი);
ა.ბ) 24კმ/სთ (13 კვანძი) სიჩქარეს თვითმფრინავებისათვის, რომლისთვისაც საფრენი ზოლის გაანგარიშებული სიგრძე შეადგენს 1200მ და მეტს, მაგრამ არ აღწევს 1500მ;
ა.გ) 19კმ/სთ (10 კვანძი) სიჩქარეს თვითმფრინავებისათვის, რომლისთვისაც საფრენი ზოლის გაანგარიშებული სიგრძე ნაკლებია 1200მ.
4. ადზ-ს გამოყენების კოეფიციენტის გამოსათვლელად მონაცემების შერჩევისას, საჭიროა უტყუარი სტატისტიკური მონაცემები (სასურველია, არა ნაკლებ 5 წლისა) გაბატონებული ქარის შესახებ, მისი მაქსიმალურად შესაძლო ხანგრძლივობით. მონაცემები მიიღება დღის განმავლობაში, დროის თანაბარი ინტერვალებით, არანაკლებ 8-ჯერ გაზომვის შედეგად.
5. ადზ-ს ზღურბლი უნდა განთავსდეს ადზ-ს კიდესთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საექსპლუატაციო მახასიათებლებიდან გამომდინარე, გამართლებულია სხვა მდებარეობის შერჩევა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ადზ-ს ზღურბლის ჩვეული ადგილმდებარეობის შეცვლა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ცვლილება დროებითია თუ მუდმივი, საჭიროა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება, რასაც შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს ზღურბლის ადგილმდებარეობის ცვლილებისთვის. თუ ზღურბლის წანაცვლება გამოწვეულია საექსპლუატაციოდ ადზ-ის გამოუსადეგრობით, მაშინ საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარ მონაკვეთსა და წანაცვლებულ ზღურბლს შორის უნდა მოეწყოს არანაკლებ 60 მ სიგრძის დაგეგმარებული და მოშანდაკებული უბანი. შესაბამის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ასევე დამატებითი მანძილი, ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არის მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად.
7. ძირითადი ადზ-ს ფაქტობრივი სიგრძე საკმარისი უნდა იყოს იმ საჰაერო ხომალდების საექსპლუატაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლისთვისაც განკუთვნილია ადზ და არ უნდა იყოს იმ სიგრძეზე ნაკლები, რომელიც შეირჩევა შესაბამისი სხ-ის საფრენოსნო მახასიათებლების გათვალისწინებით, ადგილობრივ პირობებში.
8. დამხმარე ადზ-ს სიგრძე შეირჩევა ისევე, როგორც ძირითადი ადზ-ს სიგრძე, იმ გამონაკლისით, რომ იგი შესაფერისი უნდა იყოს იმ სხ-სთვის, რომელიც მას გამოიყენებს როგორც სათადარიგოს, ძირითად ადზ-თან დამატებით, რათა ადზ-ს გამოყენების კოეფიციენტი არ იყოს 95%-ზე ნაკლები.
9. როდესაც ადზ-ს უერთდება დამუხრუჭების ბოლო ზოლი ან დაბრკოლებისაგან თავისუფალი ზოლი, ადზ-ს ფაქტობრივი სიგრძე შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე გაანგარიშებით მიღებული, თუ ნებისმიერი შერწყმა, ადზ-ის დამუხრუჭების ბოლო ზოლთან, ან დაბრკოლებისაგან თავისუფალ ზოლთან შეესაბამება თვითმფრინავის აფრენა-დაფრენის საექსპლუატაციო მოთხოვნებს, რომლისთვისაც განისაზღვრება აღნიშნული ადზ.
10. ადზ-ს სიგანე არ უნდა იყოს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-2 ცხრილით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები.
11. როდესაც პარალელური, აღუჭურველი ადზ-ები განკუთვნილია ერთდროული გამოყენებისთვის, მინიმალური მანძილი მათ ღერძულა ხაზებს შორის უნდა იყოს:
ა) 210 მ, თუ კოდური აღნიშვნა არის 3 ან 4;
ბ) 150 მ, როცა კოდური აღნიშვნა არის 2;
გ) 120 მ, როცა კოდური აღნიშვნა არის 1.
12. როდესაც პარალელური აღჭურვილი ადზ-ები განკუთვნილია ერთდროული გამოყენებისთვის:
ა) მინიმალური მანძილი მათ ღერძულა ხაზებს შორის უნდა იყოს:
ა.ა) 1035 მ დასაფრენად დამოუკიდებელი პარალელური შესვლისთვის;
ა.ბ) 915 მ დასაფრენად დამოკიდებელი პარალელური შესვლისათვის;
ა.გ) 760 მ დამოუკიდებელი პარალელური აფრენისათვის;
ა.დ) 760 მ ცალკეული პარალელური ოპერაციებისთვის;
ბ) ცალკეული პარალელური ოპერაციების განსახორციელებლად დადგენილი მინიმალური მანძილი:
ბ.ა) შეიძლება შემცირდეს 30 მ-ით ყოველ 150 მ-ზე ისე, რომ დაფრენის ადზ-ს ზღურბლი წანაცვლებულია მომფრენი სხ-ის მიმართულებით, მინიმუმ 300 მ-მდე;
ბ.ბ) შეიძლება გაიზარდოს 30 მ-ით ყოველი 150 მ-ზე ისე, რომ დაფრენის ადზ-ს ზღურბლი წანაცვლებულია მომფრენი სხ-ის საწინააღმდეგო მიმართულებით;
გ) დასაფრენად დამოუკიდებელი პარალელური შესვლის განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი მინიმალური მანძილები და სათანადო პირობები, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული უარყოფით გავლენას არ იქონიებს საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებზე.
13. ადზ-ს გრძივი ქანობი განისაზღვრება ადზ-ს ღერძულა ხაზის გასწვრივ მაქსიმალური და მინიმალური შემაღლებების სხვაობის შეფარდებით ადზ-ს სიგრძესთან და არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 1%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 3 ან 4;
ბ) 2%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1 ან 2.
14. ადზ-ზე ნებისმიერი მონაკვეთის გრძივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 1.25%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 4, გარდა ადზ-ს სიგრძის პირველი და ბოლო მეოთხედისა, სადაც გრძივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 0.8%-ს;
ბ) 1.5%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 3, გარდა დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი მე-2 და მე-3 კატეგორიის ადზ-ს სიგრძის პირველი და ბოლო მეოთხედისა, სადაც გრძივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 0.8%;
გ) 2%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1 ან 2.
15. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაუვალია გრძივი ქანობის ცვლილება, მაშინ ორ მოსაზღვრე ქანობს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 1.5%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 3 ან 4;
ბ) 2%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1 ან 2;
16. ერთი ქანობიდან მეორეზე გადასვლა უნდა განხორციელდეს მრუდწირული ზედაპირით, სადაც ცვლილების მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 0.1%-ს 30 მ-ზე (სიმრუდის მინიმალური რადიუსი 30 000 მ), როდესაც კოდური აღნიშვნა არის 4;
ბ) 0.2%-ს 30 მ-ზე (სიმრუდის მინიმალური რადიუსი 15 000 მ), როდესაც კოდური აღნიშვნა არის 3;
გ) 0.4%-ს 30 მ-ზე (სიმრუდის მინიმალური რადიუსი 7500 მ), როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1 ან 2.
17. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაუვალია ქანობის ცვლილება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული ხილვადობა:
ა) ადზ-დან 3 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ნებისმიერი წერტილისა, ყველა სხვა წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ადზ-დან ამავე სიმაღლეზე და მინიმუმ, ადზ-ს სიგრძის ნახევარი მანძილის სიშორეზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, D, E ან F;
ბ) ადზ-დან 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ნებისმიერი წერტილისა, ყველა სხვა წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ადზ-დან ამავე სიმაღლეზე და მინიმუმ, ადზ-ს სიგრძის ნახევარი მანძილის სიშორეზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის B;
გ) ადზ-დან 1.5 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ნებისმიერი წერტილისა, ყველა სხვა წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ადზ-დან ამავე სიმაღლეზე და მინიმუმ, ადზ-ს სიგრძის ნახევარი მანძილის სიშორეზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის A.
18. ადზ-ს გასწვრივ დაუშვებელია ზედაპირის ტალღოვანი უსწორმასწორობები ან ერთმანეთთან ახლოს მდებარე წერტილებში ქანობის მკვეთრი ცვლილება. ორი თანმიმდევრული მრუდის გადაკვეთის წერტილებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლები შემდეგი სიდიდისა (იმისდა მიხედვით, თუ რომელი სიდიდეც არის მეტი):
ა) ქანობის შესაბამისი ცვლილებების აბსოლუტური რიცხვითი მნიშვნელობების ჯამის ნამრავლისა შემდეგ მნიშვნელობაზე:
ა.ა) 30 000 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 4;
ა.ბ) 15 000 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 3;
ა.გ) 5 000 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1 ან 2. ან
ბ) 45 მ.
იმის და მიხედვით, რომელი სიდიდე უფრო მეტია.
19. წყლის სწრაფი დრენაჟირების მიზნით, ადზ-ს უნდა გააჩნდეს, ღერძულა ხაზის სიმეტრიულად მოწყობილი, ორმხრივქანობიანი განივი პროფილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, წვიმის დროს არსებული ქარის მიმართულებით, ცალქანობიანი განივი პროფილის დახრა უზრუნველყოფს წყლის სწრაფ დრენაჟირებას. ადზ-ს განივი ქანობი არ უნდა იყოს 1 %-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 1,5%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, D, E ან F;
ბ) 2%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის A ან B.
20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრულზე უფრო დამრეცი ქანობი, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოეწყოს ადზ-ს ან სბ-ს გადაკვეთის ადგილებში.
21. განივი ქანობი ძირითადად უცვლელი უნდა იყოს ადზ-ს მთელ სიგრძეზე, გარდა სხვა ადზ-ს ან სბ-ს გადაკვეთის ადგილებისა, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მდორე გადასვლა, წყლის სათანადო დრენაჟირების გათვალისწინებით.
22. ადზ-ს ზედაპირმა უნდა გაუძლოს იმ საჰაერო ხომალდების მოძრაობით წარმოქმნილ დატვირთვას, რომლისთვისაც იგი არის განკუთვნილი.
23. ადზ-ს ხელოვნური საფარის მოწყობისას დაუშვებელია დადგენილი ნორმებიდან გადახვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ადზ-ს ზედაპირზე შეჭიდების მახასიათებლების გაუარესება ან სხვა უარყოფითი გავლენა იქონიოს სხ-ის აფრენა-დაფრენაზე.
24. ადზ-ს საფარის მოწყობისას ან ხელოვნური საფარის შეცვლის დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეჭიდების კოეფიციენტის სააგენტოს მიერ დადგენილი მინიმალური ან უფრო მაღალი მაჩვენებელი.
25. ხელოვნურსაფარიანი ადზ-ს მშენებლობის ან საფარის შეცვლის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოწმდება შეჭიდების კოეფიციენტის შესაბამისობა გაანგარიშებულ მონაცემებთან.
26. ადზ-ს ახალი ან შეცვლილი საფარის შეჭიდების კოეფიციენტის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს უწყვეტი მეთოდით, თვითდასველების შესაძლებლობის მქონე მზომი ხელსაწყოს მეშვეობით.
27. ადზ-ს ხელოვნური საფარის ახალი ზედაპირის ტექსტურის საშუალო სიღრმე არ უნდა იყოს 1.0 მმ-ზე ნაკლები.
28. როდესაც ადზ-ს ზედაპირი დაღარულია, ღარები უნდა იყოს ადზ-ს ღერძულა ხაზის მართობული ან განთავსდეს არამართობული განივი ნაკერების პარალელურად, ასეთის არსებობის შემთხვევაშ