1. მოთხოვნის საფუძველზე, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს უნდა ეცნობოს ინფორმაცია იმ პირის შესახებ (გვარი, სახელი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი), რომელიც პასუხისმგებელია კოორდინაცია გაუწიოს აეროდრომის სამუშაო მოედნიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობის უნარ-დაკარგული საჰაერო ხომალდის გაყვანის ოპერაციას.

2. აეროდრომზე, აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სამუშაო მოედნიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობის უნარ-დაკარგული საჰაერო ხომალდის გაყვანის შესაძლებლობების/საშუალებების შესახებ. მოძრაობის უნარ-დაკარგული საჰაერო ხომალდის გაყვანის შესაძლებლობა შეიძლება გამოიხატოს ყველაზე მძიმე საჰაერო ხომალდის ტიპის მითითებით, რომლის გაყვანაც შეუძლია აეროდრომის ექსპლუატანტ