1. საჰაერო ხომალდის სიმაღლის საზომის გაფრენისწინა შემოწმების მიზნით, აეროდრომზე ეწყობა ერთი ან რამდენიმე მოედანი.
2. სიმაღლის საზომის გაფრენისწინა შემოწმების მოედანი უნდა მოეწყოს ბაქანზე.
3. სიმაღლის საზომის გაფრენისწინა შემოწმების მოედნის შემაღლება განისაზღვრება, როგორც მისი განთავსების მოედნის საშუალო შემაღლება, მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით. სიმაღლის საზომის გაფრენისწინა შემოწმების მოედნის ნებისმიერი ნაწილის შემაღლება უნდა იყოს 3 მ-ის (10 ფუტის) ფარგლებში, ამ მოედნის საშუალო სიმაღლესთან მიმართები