1. აეროდრომის ზოგადი მონაცემები მოიცავს ინფორმაციას:

ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილის შესახებ;

ბ) აეროდრომის და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შემაღლების შესახებ;

გ) აეროდრომის რაიონში ჰაერის გაანგარიშებული ტემპერატურის შესახებ;

დ) აეროდრომის ინფრასტრუქტურის შესახებ;

ე) აეროდრომის ხელოვნური საფარის სიმტკიცის (მზიდუნარიანობის) შესახებ;

ვ) აეროდრომზე საჰაერო ხომალდის სიმაღლის საზომის გაფრენისწინა შემოწმების ადგილის შესახებ;

ზ) აეროდრომის გამოცხადებული მანძილების შესახებ;

თ) აეროდრომის სამუშაო მოედნის მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული ნაგებობებისა და საშუალებების შესახებ;

ი) გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემები.შესახებ.

2. აეროდრომის ზოგადი საექსპლუატაციო პირობები გულისხმობს მოძრაობის უნარდაკარგული საჰაერო ხომალდის გაყვანასთან, შველის, ხანძართან ბრძოლასთან, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და აეროდრომის ექსპლუატანტს შორის კოორდინაციასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებ