1. ეს რეგლამენტი აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაპროექტების და ექსპლუატაციის ძირითად საკითხებს.

2. ეს რეგლამენტი არ ვრცელდება სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებზე, ასევე იმ სამოქალაქო აეროდრომებზე, რომელიც განთავსებულია წყლის ზედაპირზე ან რომელიც განკუთვნილია მოკლე ასაფრენ-დასაფრენი მანძილის მქონე საჰაერო ხომალდისთვის (შემდეგ სხ).

3. ამ რეგლამენტის მიზანია აეროდრომის/ვერტოდრომის დაპროექტების, პროექტის შეთანხმების და ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

4. ამ რეგლამენტის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც მონაწილეობს აეროდრომის/ვერტოდრომის დაპროექტების, პროექტის შეთანხმების და ექსპლუატაციის პროცესში.

5. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების ან/და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვას გამონაკლისები ამ რეგლამენტიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა