2. ეთხოვოთ საქართველოში სერტიფიცირებულ  აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტებს, 2018 წლის 1 მაისამდე სააგენტოში წარადგინონ  დეტალური ანგარიში ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მოთხოვნებთან მათი ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობის თაობაზე. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ სააგენტოში შესათანხმებლად წარდგენილი უნდა იქნეს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაცია გეგმა-გრაფიკთან ერთად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის სააგენტომ 2018 წლის 23 თებერვლამდე გამოსცეს შესაბამისი აქტი აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ დეტალური ანგარიშის წარდგენისა და შესაბამის გასატარებელ ღონისძიებათა შეთანხმების წესის შესახებ