1. აეროდრომის შემაღლება და გეოიდის ტალღა იზომება აეროდრომის შემაღლების ადგილზე, ნახევარ მეტრამდე (0.5 მ) ან ერთ ფუტამდე (1 ფტ) სიზუსტით, რომელიც ექსპლუატანტის მიერ მიეწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს.

2. საჰაერო ხომალდების დასაფრენად არაზუსტი შესვლისთვის აღჭურვილ აეროდრომებზე, ადზ-ს ყოველი ზღურბლის შემაღლება და გეოიდის ტალღა, ადზ-ს ბოლოს შემაღლება და ადზ-ს გასწვრივ მნიშვნელოვანი შემაღლების ან დადაბლების შუაწერტილები იზომება ნახევარ მეტრამდე (0.5 მ) ან ერთ ფუტამდე (1 ფტ) სიზუსტით, რომელიც ექსპლუატანტის მიერ მიეწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს.

3. დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ-ს შემთხვევაში, ადზ-ს ზღურბლის შემაღლება და გეოიდის ტალღა, ადზ-ს ბოლოს შემაღლება და დაფრენის არის ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება იზომება მეოთხედ მეტრამდე (0.25 მ) ან ერთ ფუტამდე (1 ფტ) სიზუსტით, რომელიც ექსპლუატანტის მიერ მიეწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურ