1. აეროდრომზე/ვერტოდრომზე ახალი ნაგებობების პროექტირებისა და პროექტის შეთანხმების პროცესში ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გარდა გათვალისწინებული უნდა იქნეს მშენებლობის სფეროში მოქმედი ისეთი ეროვნული ან/და საერთაშორისო მოთხოვნებიც, რაც აუცილებელია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უშიშროებისა და უსაფრთხოების ზომების ოპტიმიზაციის მიზნით.

2. აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირების, პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცითი მოწყობის, ქალაქგეგმარების, მშენებლობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებ