1. აეროდრომის კოდური აღნიშვნა განისაზღვრება რიგი სააეროდრომო აღჭურვილობებისა და საშუალებების სხ-ის იმ ტიპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც განკუთვნილია აღნიშნულ აეროდრომზე გამოსაყენებლად.

2. აეროდრომის კოდური აღნიშვნა შედგება ორი ელემენტისგან, რომელიც განსაზღვრავს სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებს და ზომებს, კერძოდ:

ა) პირველ ელემენტს წარმოადგენს ციფრი, რომელიც გამოხატავს თვითმფრინავის ტიპისთვის გაანგარიშებული ადზ-ს სიგრძეს, სტანდარტულ პირობებში;

ბ) მეორე ელემენტი წარმოადგენს ლათინურ ასოს, რომელიც გამოხატავს თვითმფრინავის ფრთის სიგრძეს და ძირითადი შასის გარე ბორბლებს შორის მანძილს (შასის ლიანდი).

3. აეროდრომის დაპროექტების დროს უნდა განისაზღვროს ის კრიტიკული მახასიათებლების მქონე სხ, რომლის საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებზე და ზომებზე დაფუძნებით მიიღება აეროდრომის კოდური აღნიშვნა, რომლისთვისაც განკუთვნილი იქნება მოცემული სააეროდრომო ნაგებობა ან საშუალება.

4. აეროდრომის კოდური აღნიშვნის მნიშვნელობები და მონაცემები უნდა განისაზღვროს ამ რეგლამენტის პირველი დანართის პირველი ცხრილის შესაბამისად.

5. აეროდრომის კოდურ აღნიშვნას ექსპლუატანტის მოთხოვნის საფუძველზე ანიჭებს სააგენტო.

კარი II. აეროდრომები

თავი II. აეროდრომის ზოგადი მონაცემები, საექსპლუატაციო პირობები და ინფორმაციული ნაკადების მართ