1. აეროდრომზე განლაგებული ყველა ნაგებობისათვის უნდა გაიზომოს და აღიწეროს შემდეგი მონაცემები:
ა) ადზ – გეოგრაფიული აზიმუტი, ერთი მეასედი გრადუსის სიზუსტით, ციფრული აღნიშვნა, სიგრძე, სიგანე, ადზ-ს წანაცვლებული ზღურბლის მდებარეობა უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით, დახრილობა, ზედაპირის ტიპი, ადზ-ს ტიპი, ხოლო I კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ-ს შემთხვევაში – დაბრკოლებებისგან თავისუფალი არე, თუ იგი გათვალისწინებულია;
ბ) საფრენიზ ზოლის, უსაფრთხოების ბოლო არის (RESA) და დამუხრუჭების ბოლო ზოლის – სიგრძე და სიგანე, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით, ზედაპირის ტიპი; და დამუხრუჭების სისტემა – ადგილმდებარეობა (ადზ-ს რომელ ბოლოზე) და მისი აღწერა;
გ) სამიმოსვლო ბილიკი – აღნიშვნა, სიგანე, საფარის ტიპი;
დ) ბაქანი – საფარის ზედაპირის ტიპი, საჰაერო ხომალდების სადგომები;
ე) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურო მომსახურების საზღვრები;
ვ) დაბკოლებებისგან თავისუფალი ზოლი – სიგრძე უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით, მიწის ზედაპირის პროფილი;
ზ) ვიზუალური საშუალებები დასაფრენად შესვლის სქემებისთვის, ადზ-ს, სბ-ს და ბაქნების მარკირება და შუქსასიგნალო საშუალებები, სბ-ზე და ბაქანზე ვიზუალური მიმართვის და მართვის სხვა საშუალებები, მათ შორის, მიმოსვლისას მოცდის ადგილის და „სდექ“ ხაზის სანათები, ტელესკოპურ ტრაპებთან ვიზუალური შეპირაპირების სამართი სისტემის ტიპი და განლაგება;
თ) აეროდრომზე VOR-ის შესამოწმებელი ნებისმიერი წერტილის ადგილმდებარეობა და რადიოსიხშირე;
ი) მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტების განლაგება და აღნიშვნა;
კ) საკურსო და საგლისადო რადიოშუქურებს შორის მანძილი, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით, რომლებიც წარმოადგენენ სახელსაწყო დაფრენის სისტემას (ILS) ან დაფრენის მიკროტალღური სისტემას (МLS) და განისაზღვრება ადზ-ს კიდეების მიმართ.
2. ადზ-ს ყოველი ზღურბლის, სბ-ის ღერძულა ხაზის წერტილების, საჰაერო ხომალდის ყოველი სადგომის გეოგრაფიული კოორდინატი იზომება გრადუსებში, წუთებში, წამებში და წამის მეასედებშ