1. სამუშაო მოედნის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის და საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობა ექვემდებარება მონიტორინგს. სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით, მონიტორინგს ექვემდებარება ასევე საჰაერო ხომალდებისა და აეროდრომის ექსპლუატაციაზე გავლენის მქონე შემდეგი საკითხები:

ა) სამშენებლო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები;

ბ) ადზ-ს, სბ-ს ან ბაქნის ზედაპირის უსწორმასწორებები ან დაზიანებები;

გ) წყლის, თოვლის, თოვლჭყაპის, ყინულის ან თრთვილის არსებობა ადზ-ზე, სბ-ზე ან ბაქანზე;

დ) შემოყინვის საწინააღმდეგო თხევადი ქიმიური ნივთიერებები ან სხვა დამაბინძურებლების არსებობა ადზ-ზე, სბ-ზე ან ბაქანზე;

ე) თოვლის ნამქერის ან გროვის არსებობა ადზ-ს, სბ-ს ან ბაქნის სიახლოვეს;

ვ) სხვა დროებითი დაბრკოლებები, მათ შორის გაჩერებული საჰაერო ხომალდები;

ზ) აეროდრომის ვიზუალური საშუალებების მუშაობის სრული ან ნაწილობრივი მტყუნება ან არასწორი ფუნქციონირება;

თ) ელექტრომომარაგების ძირითადი ან სათადარიგო წყაროს მტყუნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნების შესრულების მიზნით ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს:

ა) 1 და 2 კოდის მქონე აეროდრომებზე სამუშაო მოედნის შემოწმება სულ მცირე, დღეში ერთხელ და 3 და 4 კოდის მქონე აეროდრომებზე სულ მცირე, დღეში ორჯერ;

ბ) დამატებით უნდა შემოწმდეს ადზ, როდესაც ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს მეტეოროლოგიური პირობების გამო.

3. პერსონალი, რომელიც განახორციელებს ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის შეფასებას და შეტყობინებას, უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული და უფლებამოსილი საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად.

4. როდესაც ადზ-ს ზედაპირზე არის წყალი, ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის აღწერა უნდა განხორციელდეს შემდეგი ტერმინებით:

ა) ნესტიანი – ზედაპირი იცვლის ფერს ტენის არსებობისას;

ბ) სველი – ზედაპირი გაჟღენთილია, მაგრამ არ არის მდგარი წყალი;

გ) მდგარი წყალი – სადაც, სხ-ის მახასიათებლების გათვალისწინებით, ადზ-ს გამოსაყენებელი ფართობის 25%-ზე მეტია დაფარულია 3 მმ-ზე მეტი წყლის ფენით.

5. აეროდრომის მომხმარებლებს, ადზ-ს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელოვნურ საფარიანი ადზ-ს ან ადზ-ს მონაკვეთზე შეჭიდების დონე არის დადგენილზე ნაკლები.

6. როდესაც მოქმედი ადზ დაფარულია თოვლით, თოვლჭყაპით, ყინულით ან ჭირხლით, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, უნდა შეფასდეს საფარის მდგომარეობა და გამოიცეს შესაბამისი შეტყობინება.

7. თოვლჭყაპით, სველი თოვლით ან სველი ყინულით დაფარულ ადზ-ზე შეჭიდების გაზომვების შედეგების შესახებ, არ გამოიცემა შეტყობინება იმ შემთხვევაში, თუ ადზ-ს საექსპლუატაციო მდგომარეობისათვის არ არის უზრუნველყოფილი გაზომვების შედეგების სიზუსტე.

8. როდესაც ხორციელდება ადზ-ზე შეჭიდების გაზომვა ადზ-ს შეფასების პროცედურის ფარგლებში, დატკეპნილი თოვლით ან ყინულით დაფარულ საფარზე გაზომვისას, გამზომველი ხელსაწყოს მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და კორელაციის კრიტერიუმებს.

9. როდესაც ადზ დაფარულია თოვლით, თოვლჭყაპით, ყინულით ან ჭირხლით, ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ტერმინები:

ა) მშრალი თოვლი;

ბ) სველი თოვლი;

გ) დატკეპნილი თოვლი;

დ) სველი დატკეპნილი თოვლი;

ე) თოვლჭყაპი,ვ) ყინული;

ზ) სველი ყინული;

თ) ჭირხლი;

ი) მშრალი თოვლი ყინულზე;

კ) სველი თოვლი ყინულზე;

ლ) დამუშავებულია ქიმიკატებით;

მ) დაფარულია ქვიშით.

10. როდესაც ადზ დაფარულია მშრალი თოვლით, სველი თოვლი ან თოვლჭყაპი, ადზ-ს ყოველ მესამედზე უნდა გაიზომოს საფარის სიღრმე, დაახლოებით 2 სმ სიზუსტით მშრალი თოვლისათვის, 1 სმ სიზუსტით სველი თოვლისათვის და 0.3 სმ სიზუსტით თოვლჭყაპისათვი