1. აეროდრომზე, გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემების განთავსების შემთხვევაში, აღნიშნული სისტემების ექსპლუატანტი უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას:
ა) ადზ-ს შესაბამისი აღნიშვნის შესახებ;
ბ) გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემის ტიპზე. AT-VASIS, PAPI ან APAPI განთავსებისას, უნდა მიეთითოს ადზ-თან მიმართ, რომელ მხარეს არის დაყენებული სანათები, მარჯვნივ თუ მარცხვნივ;
გ) წანაცვლების კუთხესა და მიმართულებაზე (მარჯვნივ თუ მარცხნივ) იმ შემთხვევაში, თუ გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემის ღერძი არ არის ადზ-ს ღერძულა ხაზის პარალელური;
დ) გლისადის ნომინალური კუთხე(ებ)ზე. T-VASIS ან AT-VASIS-სთვის, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 22-ე ნახაზზე ნაჩვენები ფორმულის შესაბამისად, ეს კუთხე არის θ, ხოლო PAPI ან APAPI სისტემებისთვის ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 24-ე ნახაზის მიხედვით, ეს კუთხე შესაბამისად არის (В+С)/2 და (А+В)/2;
ე) ადზ-ს ზღურბლიდან პილოტის თვალის მინიმალური სიმაღლეზე, როდესაც ის ხედავს სიგნალს „გლისადაზე“. T-VASIS და AT-VASIS სისტემებისთვის წარმოადგენს ყველაზე დაბალ სიმაღლეს, როდესაც ჩანს მხოლოდ ფლანგური ჰორიზონტები, მაგრამ შეიძლება დამატებით გადმოიცეს სხვა სიმაღლეები, როდესაც ხილვადობის არეში ხვდება ფლანგური ჰორიზონტი პლუს ერთი, ორი ან სამი საგლისადე სანათები „იფრინე დაბლა“, თუ აღნიშნული ინფორმაცია სასარგებლო იქნება საჰაერო ხომალდებისთვის, დასაფრენად შესვლის განხორციელებისას. PAPI-ს სისტემისთვის ეს არის დადგენილი კუთხე, ადზ-დან მესამე საგლისადე სანათს მინუს 2’, ანუ B-კუთხეს მინუს 2’, APAPI-ის სისტემისთვის – დადგენილი კუთხე, ადზ-დან შორეულ საგლისადე სანათს მინუს 2’, ანუ A-კუთხეს მინუს 2