1. აეროდრომის ხელოვნური საფარისათვის განისაზღვრება შესაბამისი მზიდუნარიანობა.
2. ბაქნის (სხ-ის სადგომის) ხელოვნური საფარის მზიდუნარიანობა, რომელიც განკუთვნილია 5700 კგ-ზე მეტი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისთვის, განისაზღვრება „საჰაერო ხომალდის საკლასიფიკაციო რიცხვის და საფარის საკლასიფიკაციო რიცხვის (ACN-PCN) შეფარდების მეთოდით“, შემდეგი მონაცემების სრულად წარდგენით:
ა) საფარის საკლასიფიკაციო რიცხვი (PCN);
ბ) საფარის ტიპი, ACN- PCN-ის განსასაზღვრავად;
გ) საფუძვლის სიმტკიცის კატეგორია;
დ) სხ-ის საბურავებში მაქსიმალურად დასაშვები წნევის კატეგორია ან მაქსიმალურად დასაშვები წნევის სიდიდე; და
ე) შეფასების მეთოდი.
3. საფარის გამოქვეყნებული საკლასიფიკაციო რიცხვი (РСN) მიუთითებს, რომ აღნიშნული საფარით სარგებლობა შეუძლიათ იმ საჰაერო ხომალდებს, რომელთა საკლასიფიკაციო რიცხვი (ACN) ტოლი ან ნაკლებია საფარის გამოქვეყნებული საკლასიფიკაციო რიცხვისა (РСN), მითითებული ტიპ(ებ)ის სხ-ის საბურავებში წნევის მიმართ ან სრულ საფრენ მასაზე შეზღუდვების გათვალისწინებით. თუ საფარის მზიდუნარიანობა განიცდის მნიშვნელოვან სეზონურ ცვლილებას, შეიძლება წარმოდგენილი იყოს PCN-ის რამდენიმე მონაცემი.
4. საჰაერო ხომალდის საკლასიფიკაციო რიცხვი (ACN) განისაზღვრება АСN-РСN შეფარდების მეთოდთან დაკავშირებული სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
5. საჰაერო ხომალდის საკლასიფიკაციო რიცხვის (ACN) განსაზღვრის მიზნით, ხელოვნური საფარი კლასიფიცირდება, როგორც ხისტი ან არახისტი კონსტრუქციის.
6. АСN-РСN შეფარდების მეთოდისათვის, საფარის ტიპის შესახებ ინფორმაცია, საფუძვლის სიმტკიცის კატეგორია, სხ-ის საბურავებში მაქსიმალურად დასაშვები წნევის კატეგორია და შეფასების მეთოდი, გამოსახული უნდა იქნეს შემდეგი კოდების (ლათინური ასოები) გამოყენებით:
ა) საფარის ტიპებისთვის:
ა.ა) R – ხისტი საფარი;
ა.ბ) F – არახისტი საფარი;
ბ) საფუძვლის სიმტკიცის კატეგორიისთვის:
ბ.ა) A – მაღალი სიმტკიცე, ხასიათდება სიმტკიცის კოეფიციენტით K=150მნ/მ3, K-ს 120მნ/მ3 მეტი ყველა მნიშვნელობით – ხისტი საფარისათვის და CBR=15 (გრუნტის მზიდუნარიანობის კალიფორნიული მაჩვენებელი), CBR ყველა მნიშვნელობით 13-ზე მეტი – არახისტი საფარისათვის);
ბ.ბ) B – საშუალო სიმტკიცე, ხასიათდება K=80 მნ/მ3 (K-ს მნიშვნელობით 60მნ/მ3-დან 120მნ/მ3-ის ჩათვლით – ხისტი საფარისათვის) და CBR=10 (CBR-ის მნიშვნელობით 8-დან 13-ის ჩათვლით – არახისტი საფარისათვის);
ბ.გ) C – დაბალი სიმტკიცე ხასიათდება K=40მნ/მ3 (K-ს მნიშვნელობით 25მნ/მ3-დან 60მნ/მ3-ის ჩათვლით – ხისტი საფარისათვის) და CBR=6 (CBR-ის მნიშვნელობით4-დან 8-ის ჩათვლით – არახისტი საფარისათვის);
ბ.დ) D – ძალიან დაბალი სიმტკიცე ხასიათდება K=20მნ/მ3 (K-ს ყველა მნიშვნელობით 25მნ/მ3-ზე ნაკლები – ხისტი საფარისათვის) და CBR=3 (CBR-ის ყველა მნიშვნელობით 4-ზე ნაკლები – არახისტი საფარისათვის);
გ) სხ-ის საბურავში მაქსიმალური დასაშვები წნევის კატეგორიისათვის:
გ.ა) W – შეუზღუდავი (წნევა არ არის შეზღუდული);
გ.ბ) X – მაღალი (წნევა არ აღემატება 1,75მპა-ს);
გ.გ) Y – საშუალო (წნევა არ აღემატება 1,25მპა-ს);
გ.დ) Z – დაბალი (წნევა არ აღემატება 0,50მპა-ს);
დ) შეფასების მეთოდისთვის:
დ.ა) T – ტექნიკური შეფასება (ხელოვნური საფარის მახასიათებლების სპეციალური შესწავლა, საფარის ქცევის გამოკვლევის ტექნოლოგიების გამოყენებით);
დ.ბ) U – საჰაერო ხომალდების საექსპლუატაციო გამოცდილების გამოყენებით შეფასება (როდესაც ცნობილია, რომ ხელოვნური საფარი უძლებს გარკვეული ტიპის და მასის თვითმფრინავის ექსპლუატაციას).
7. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ აეროდრომზე წესდება ხელოვნური საფარით სარგებლობის კრიტერიუმი იმ საჰაერო ხომალდებისთვის, რომელთა საკლასიფიკაციო რიცხვი (ACN) აღემატება არსებული ხელოვნური საფარის მზიდუნარიანობას (PCN), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს.
8. მონაცემები, იმ ხელოვნური საფარის მზიდუნარიანობის შესახებ, რომელიც განკუთვნილია ბაქანზე (სხ-ისსადგომზე) 5700 კგ. ან ნაკლები მასის მქონე საჰაერო ხომალდებისთვის, განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) საჰაერო ხომალდის მაქსიმალური დასაშვები მასა; და
ბ) სხ-ის საბურავებში მაქსიმალურად დასაშვები წნევ