1. ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მყისიერი გაფრენისწინა ინფორმაციისა და საფრენოსნო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, მონაცემების მისაღებად და გასავრცელებლად, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და აეროდრომის ექსპლუატანტს შორის ფორმდება შეთანხმება შემდეგი ინფორმაციის დაუყოვნებელ მიწოდებაზე:

ა) აეროდრომის სასერტიფიკაციო სტატუსის და აეროდრომზე არსებული პირობების შესახებ;

ბ) შესაბამისი აღჭურვილობების, სამსახურების, სამუშაო მოედნის და მასთან დაკავშირებული ნაგებობის და საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის და სააერნაოსნო საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის შესახებ;

გ) ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას;

დ) სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო ფრენებისათვის.

3. საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურისთვის გადაცემას ექვემდებარება:

ა) სამუშაო მოედნის და მასთან დაკავშირებული ნაგებობის და საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის შესახებ საექსპლუატაციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ მიერ მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით. ინფორმაცია მუდმივ განახლებადია და გარემოებების ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება დაუყოვნებელ შეტყობინებას;

ბ) ინფორმაცია, როდესაც ადზ ან ადზ-ის მონაკვეთი სველ მდგომარეობაში შეიძლება იყოს მოლიპული;

გ) ინფორმაცია აეროდრომზე არსებული სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის კატეგორიის ცვლილების შესახებ, ასევე ინფორმაცია სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გაუარესებული კატეგორიის გამოსწორების შესახებ.

4. ჰაერსნაოსნო ინფორმაციის კრებულში ცვლილებების შეტანამდე, აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა გაითვალისწინოს დრო, რომელიც სჭირდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს შესაბამისი გამოსაქვეყნებელი მასალის მოსამზადებლად, გასაფორმებლად და გამოსაცემად, რათა დროულად მოხდეს ასეთი ინფორმაციის მიწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისთვის.

5. რუკებისა და/ან სააერნაოსნო ავტომატიზებული სისტემების უწყვეტი ფუნქციონირებისთვის ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება შეტყობინებას ჰაერსანაოსნო ინფორმაციის რეგულირების და კონტროლის სისტემის (АIRАС) არხების მეშვეობით. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისთვის საწყისი ინფორმაციის/მონაცემების მიწოდებისას, საფოსტო გზავნილისთვის დადგენილი ვადის გარდა გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე AIRAC-ის სისტემით ინფორმაციის ძალაში შესვლის თარიღიც, რომელიც წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებულია საერთაშორისო დონეზე.

6. აეროდრომის ექსპლუატანტი, რომლებიც პასუხისმგებელია საწყისი ჰაერსანაოსნო ინფორმაციის/მონაცემების გადაცემაზე სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისთვის, უნდა უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სიზუსტესა და მთლიანობაზე „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება- მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №471 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა.

თავი III. აეროდრომის ინფრასტრუქტურის ძირითადი ფიზიკური მახასიათებლე