1. ადზ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლები უნდა მოეწყოს იმ ადზ-ზე, რომლის კოდური აღნიშვნა არის D ან E და ადზ-ს სიგანე ნაკლებია 60 მ-ზე.

2. ადზ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლები უნდა მოეწყოს იმ ადზ-ზე, რომლის კოდური აღნიშვნა არის F.

3. ადზ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლები უნდა განთავსდეს სიმეტრიულად, ადზ-ს ორივე მხარეს ისე, რომ ადზ-ს და მისი უსაფრთხოების გვერდითა ზოლების საერთო სიგანე იყოს არანაკლები:

ა) 60 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის D ან E; და

ბ) 75 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის F.

4. ადზ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლის ზედაპირი უნდა მოეწყოს ადზ-ს ზედაპირის დონეზე და მისი განივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 2,5%-ს.

5. ადზ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლი უნდა მოეწყოს ისე, რომ ადზ-დან სხ-ის გადაცდენისას გაუძლოს დატვირთვას და არ გამოიწვიოს სხ-ის კონსტრუქციის დაზიანება ან გაუძლოს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვას, რომლებიც გადაადგილდებიან უსაფრთხოების გვერდითა ზოლზ