1. . როდესაც ადზ-თვის გათვალისწინებულია დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი, იგი იწყება გასაქანად არსებული მანძილის ბოლოდან.
2. დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს გასაქანად არსებული მანძილის ნახევარს.
3. დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი ვრცელდება, სულ მცირე, 75 მ-ის მანძილზე ადზ-ს ღერძული ხაზის გაგრძელების თითოეულ მხარეს.
4. დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ზედაპირი სიმაღლეში არ უნდა აღემატებოდეს 1,25%-იანი აღმავალი ქანობის მქონე სიბრტყეს, რომლის ქვედა საზღვარი წარმოადგენს ჰორიზონტალურ ხაზს, რომელიც:
ა) პერპენდიკულარულია ადზ-ს ღერძულა ხაზზე გამავალი ვერტიკალური სიბრტყის; და
ბ) გადის წერტილზე, რომელიც განთავსებულია ადზ-ს ღერძულ ხაზზე, გაქანებისათვის არსებული მანძილის ბოლოს.
5. იმ შემთხვევაში, თუ დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ქანობი არ არის დიდი ან საშუალო ქანობი აღმავალია, თავიდან უნდა იყოს აცილებული დახრილობის მკვეთრი ცვლილება აღმავალი მიმართულებით. მსგავს შემთხვევებში, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის იმ მონაკვეთზე, რომელიც მდებარეობს 22.5 მ-ის ან ადზ-ს სიგანის ნახევრის ფარგლებში, იმისდა მიხედვით, თუ რომელია მეტი, ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს ქანობი, ქანობის მიმართულების ცვლილება და ადზ-დან დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზოლზე გადასვლის მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს იმ ადზ-ს ქანობის მახასიათებლებს, რომელსაც ეკვრის დაბრკოლებებისაგან თავისუფალი აღნიშნული ზოლი.
6. დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზოლზე განთავსებული ობიექტები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საჰაერო ხომალდს ჰაერში, განიხილება როგორც დაბრკოლება და ექვემდებარება მოცილებას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვი