1. საფრენი ზოლი მოიცავს ადზ-ს და მასთან მიმდებარე დამუხრუჭების ბოლო ზოლებს.
2. საფრენი ზოლის სიგრძე მოიცავს მონაკვეთს ადზ-ს ზღურბლამდე და ადზ-ს ბოლოს ან დამუხრუჭების ბოლო ზოლის მიღმა, სიგრძით არანაკლებ:
ა) 60 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 2, 3 ან 4;
ბ) 60 მ-სა, როდესაც აღნიშვნა არის 1 და ადზ აღჭურვილია;
გ) 30 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1 და ადზ აღუჭურველია.
3. საფრენი ზოლის სიგანე, დასაფრენად ზუსტი და არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-სთვის, უნდა გავრცელდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის ორივე მხარეს, საფრენი ზოლის მთელ სიგრძეზე არანაკლებ:
ა) 150 მ-ზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 3 ან 4;
ბ) 75 მ-ზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1 ან 2;
4. საფრენი ზოლის სიგანე, აღუჭურველი ადზ-სთვის, უნდა გავრცელდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის ორივე მხარეს, საფერნი ზოლის მთელ სიგრძეზე არანაკლებ:
ა) 75 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 3 ან 4;
ბ) 40 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 2; და
გ) 30 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის 1.
5. ობიექტი, რომელიც მდებარეობს საფრენ ზოლზე და შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საჰაერო ხომალდს, განიხილება როგორც დაბრკოლება და ექვემდებარება მოცილებას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) საფრენ ზოლზე სადრენაჟე სისტემის კონსტრუქცია და განლაგება, რათა აცილებული იყოს სხ-ის დაზიანება, ადზ-დან მისი შემთხვევით გადაცდენისას. შეიძლება საჭირო გახდეს სადრენაჟე სისტემის უზრუნველყოფა სათანადოდ შემუშავებული თავსახურებით;
ბ) ღია ან დახურული ტიპის წყალსარინების მოწყობისას, კონსტრუქციის სიმაღლე, რათა არ ასცდეს ზედაპირის დონეს და არ გახდეს დაბრკოლება;
გ) ღია ტიპის წყალსარინების კონსტრუქციას და მის მომსახურება, რათა არ მიიზიდოს ცხოველები, განსაკუთრებით ფრინველები. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი დაფარვა ბადით.
7. დაუშვებელია საფრენ ზოლზე უძრავი ობიექტების არსებობა, გარდა აერნაოსნობისთვის საჭირო ვიზუალური საშუალებებისა ან იმ ობიექტებისა, რომლებიც აუცილებელია სხ-ის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს მსხვრევადობის მიმართ. აღნიშნული ობიექტები განლაგდებიან:
ა) I, II ან III კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს ღერძულა ხაზიდან 77,5 მ-ის საზღვრებში, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის 4F; ან
ბ) I, II ან III კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს ღერძულა ხაზიდან 60 მ-ის საზღვრებში, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნაა 3 ან 4; ან
გ) I კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს ღერძულა ხაზიდან 45 მ-ის საზღვრებში, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნაა 1 ან 2.
8. დაუშვებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საფრენი ზოლის აღნიშნულ მონაკვეთებზე რაიმე მოძრავი ობიექტების არსებობა, ადზ-ზე სხ-ის აფრენა/დაფრენის დროს.
9. საფრენ ზოლზე, ადზ-ს ღერძულა ხაზის ორივე მხარეს, მთელს სიგრძეზე უნდა მოეწყოს მოშანდაკებული (მოსწორებული) უბანი, ადზ-დან თვითმფრინავის გადაცდენის შემთხვევისათვის:
ა) აღჭურვილ ადზ-თვის:
ა.ა) 75მ, როდესაც მითითებულია კოდური აღნიშვნა 3 ან 4;
ა.ბ) 40მ, როდესაც მითითებულია კოდური აღნიშვნა 1 ან 2
ბ) აღუჭურველი ადზ-თვის:
ბ.ა) 75 მ, როდესაც მითითებულია კოდური აღნიშვნა 3 ან 4;
ბ.ბ) 40 მ, როდესაც მითითებულია კოდური აღნიშვნა 2;
ბ.გ) 30 მ, როდესაც მითითებულია კოდური აღნიშვნა 1.
10. საფრენი ზოლის ზედაპირის ის მონაკვეთი, რომელიც უერთდება ადზ-ს, უსაფრთხოების გვერდითა ზოლს ან დამუხრუჭების ბოლო ზოლს, უნდა განთავსდეს ადზ-თან, უსაფრთხოების გვერდითა ზოლთან ან დამუხრუჭების ბოლო ზოლთან ერთ დონეზე.
11. საფრენი ზოლის ის მონაკვეთი, რომელიც მდებარეობს ადზ-ს დასაწყისიდან, სულ მცირე, 30 მ-ს საზღვრებში, უნდა მოეწყოს სხ-ის რეაქტიული ჭავლით გამოწვეული ეროზიისაგან დაცვის, ასევე დამფრენი სხ-ის ადზ-ს კიდესთან შეჯახების აცილების მიზნით.
12. როდესაც ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებულ მონაკვეთს გააჩნია ხელოვნურსაფარიანი ზედაპირი, მან უნდა გაუძლოს იმ სხ-ის შემთხვევით გადაცდენისას გადაცემულ დატვირთვას, რომელიც კრიტიკულია ადზ-ს საფარის საპროექტო პარამეტრების მიხედვით.
13. საფრენი ზოლის იმ მონაკვეთის გრძივი ქანობი, რომელიც სავალდებულოა იყოს მოშანდაკებული, არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 1.5%-სა, როდესაც კოდური აღნიშვნაა 4;
ბ) 1.75%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნაა 3; და
ბ) 2%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნაა 1 ან 2;
14. საფრენი ზოლის იმ მონაკვეთის გრძივი ქანობის ცვლილება, რომელიც სავალდებულოა იყოს მოშანდაკებული, უნდა იყოს რაც შეიძლება მდორე და უნდა გამოირიცხოს მკვეთრი გადასვლა ან მკვეთრი უკუქანობი.
15. საფრენი ზოლის იმ მონაკვეთის განივი ქანობი, რომელიც სავალდებულოა იყოს მოშანდაკებული, უნდა იყოს ისეთი, რომ არ მოხდეს ზედაპირზე წყლის დაგროვება, მაგრამ არაუმეტეს:
ა) 2.5%-ისა, როდესაც კოდური აღნიშვნაა 3 ან 4; და
ბ) 3%-ისა, როდესაც კოდური აღნიშვნაა 1 ან 2.
16. გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, წყლის დრენაჟის გასაუმჯობესებლად ადზ-ს, უსაფრთხოების გვერდითა ზოლის და დამუხრუჭების ბოლო ზოლის კიდეებიდან გარეთ, პირველი 3 მ-ის ფარგლებში ქანობი უნდა იყოს დაღმავალი და შესაძლებელია შეადგინოს 5%.
17. საფრენი ზოლის ნებისმიერი ნაწილის განივი ქანობი, გარდა იმ მონაკვეთისა, რომელიც სავალდებულოა იყოს მოშანდაკებული, არ უნდა აღემატებოდეს აღმავალ 5%-ს, რომელიც იზომება ადზ-დან გარე მიმართულებით.
18. აღჭურვილი ადზ-ს საფრენი ზოლის ნაწილი, უნდა მოეწყოს და აღიჭურვოს იმგვარად, რომ ადზ-დან სხ-ის გადაცდენის შემთხვევაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება ზედაპირების განსხვავებული მზიდუნარიანობის მიზეზით, რომელიც მდებარეობს ადზ-ს ღერძულა ხაზიდან და მისი გაგრძელების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს, სულ მცირე:
ა) 75 მ-ის საზღვრებში, როდესაც კოდური აღნიშვნაა 3 ან 4;
ბ) 40 მ-ის საზღვრებში, როდესაც კოდური აღნიშვნაა 1 ან 2.
19. აღუჭურველი ადზ-ს საფრენი ზოლის ნაწილი, უნდა მოეწყოს და აღიჭურვოს იმგვარად, რომ ადზ-დან სხ-ის გადაცდენის შემთხვევაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება ზედაპირების განსხვავებული მზიდუნარიანობის მიზეზით, რომელიც მდებარეობს ადზ-ს ღერძულა ხაზიდან და მისი გაგრძელების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს, სულ მცირე:
ა) 75 მ-ის საზღვრებში, როდესაც კოდური აღნიშვნაა 3 ან 4;
ბ) 40 მ-ის საზღვრებში, როდესაც კოდური აღნიშვნაა 2,გ) 30 მ-ის საზღვრებში, როდესაც კოდური აღნიშვნაა