1. საჰაერო ხომალდების ხმელეთზე სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, უნდა მოეწყოს სამიმოსვლო ბილიკები.

2. სხ-ის მიერ ადზ-ს სწრაფად დაკავებისა და გათავისუფლების მიზნით, გასათვალისწინებელია საჭირო რაოდენობის შემყვანი და გამომყვანი სამიმოსვლო ბილიკები, ხოლო მაღალი ინტენსივობის მოძრაობისას, საჭიროა ადზ-დან ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს მოწყობა.

3. სბ უნდა დაპროექტდეს ისე, რომ სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირების თავზე სხ-ის ეკიპაჟის კაბინის მდებარეობისას, ძირითადი შასის გარეთა ბორბალი სბ-ს კიდიდან დაცილებული იყოს, სულ მცირე, შემდეგ მანძილზე:

ა) 1.5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის A;

ბ) 2.25 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის B;

გ) 3 მ, სწორხაზოვან მონაკვეთზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, ასევე 3 მ მრუდწირულ მონაკვეთზე, თუ სბ განკუთვნილია საჰაერო ხომალდებისათვის, რომელთა შასის ბაზა 18 მ-ზე ნაკლებია და 4.5 მ, მრუდწირულ მონაკვეთზე, თუ სბ განკუთვნილია საჰაერო ხომალდებისათვის, რომელთა შასის ბაზა 18 მ და მეტია;

დ) 4. 5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის D;

ე) 4. 5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის E;

ვ) 4. 5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის F.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის:

ა) ტერმინი „შასის ბაზა“ ნიშნავს მანძილს სხ-ის წინა შასისა და ძირითადი შასის გეომეტრიულ ცენტრს შორის;

ბ) როდესაც კოდური აღნიშვნაა F და არის მოძრაობის მაღალი ინტენსივობა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს შასის საბურავსა და სბ-ს კიდეს შორის 4.5 მ-ზე უფრო დიდი დაშორება, რათა საჰაერო ხომალდს შეეძლოს გადაადგილება უფრო მაღალი სიჩქარით.

5. სბ-ს სწორხაზოვანი მონაკვეთის სიგანე, უნდა იყოს არანაკლებ:

ა) 7.5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის A;

ბ) 10.5 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის B;

გ) 15 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C;

დ) 18 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის D და სბ განკუთვნილია საჰაერო ხომალდებისათვის, რომელთა ძირითადი შასის გარე საბურავებს შორის მანძილი 9 მ-ზე ნაკლებია, ხოლო 23 მ, როდესაც სბ განკუთვნილია საჰაერო ხომალდებისათვის, რომელთა ძირითადი შასის გარე საბურავებს შორის მანძილი 9 მ და მეტია;

ე) 23 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის E;

ვ) 25 მ, როდესაც კოდური აღნიშვნა არის F.

6. სამიმოსვლო ბილიკების მიმართულების ცვლილება, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს იშვიათი და მინიმალური. სამიმოსვლო ბილიკის მოხვევის რადიუსი უნდა შეესაბამებოდეს იმ სხ-ის სამანევრო შესაძლებლობას და ჩვეულ სამიმოსვლო სიჩქარეს, რომლისათვისაც იგი არის განსაზღვრული. მოსახვევი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირების თავზე სხ-ის ეკიპაჟის კაბინის მდებარეობისას, მანძილი ძირითადი შასის გარე ბორბალსა და სბ-ს კიდეს შორის იყოს არანაკლები ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ სიდიდეზე. სბ-ის სიგანის გაზრდის საკითხი რეგულირდება ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-2 ნახაზის შესაბამისად.

7. ადზ-თან, ბაქნებთან და სხვა სბ-თან სბ-ს მიერთების და აგრეთვე, მათი გადაკვეთის ადგილებში სხ-ის გადაადგილების გაიოლების მიზნით, უნდა განხორციელდეს აღნიშნული არის გაგანიერება, რომლის ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ მიერთების ან გადაკვეთის ადგილების გავლით სხ-ის მოძრაობისას, შენარჩუნებული იყოს მინიმალური მანძილი სხ-ის ბორბლებსა და საფარის კიდეს შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

8. მინიმალური გამყოფი მანძილი სბ-ს ღერძულა ხაზსა და ადზ-ს ღერძულა ხაზს, პარალელური სბ-ს ღერძულა ხაზს ან რომელიმე ობიექტს შორის უნდა იყოს არანაკლები ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-3 ცხრილში მოცემული სიდიდისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტულ აეროდრომზე დაშვებულია ექსპლუატაცია უფრო მცირე გამყოფი მანძილებით, თუ სააერნაოსნო კვლევის შედეგად განისაზღვრება, რომ მანძილის შემცირება უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს ფრენის უსაფრთხოებაზე ან ფრენების რეგულარობაზე.

9. სახელსაწყო დაფრენის სისტემის (ILS) და დაფრენის მიკროტალღური სისტემის (MLS) განთავსებამ შესაძლებელია, ასევე გავლენა იქონიოს სბ-ს მდებარეობაზე, რადგან სბ-ზე მოძრავი ან მდგომი სხ შესაძლოა იყოს ILS-ის დაბრკოლების წყარო.

10. გამყოფი მანძილები, სადგომზე სხ-ის სამოძრაო ზოლის ღერძულა ხაზსა და ობიექტს შორის, შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ რეაქტიულმა ჭავლმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მიწისზედა მომსახურებას.

11. სბ-ს გრძივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 1.5%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, D, E ან F; და

ბ) 3%-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის A ან B.

12. იმ შემთხვევაში, თუ გარდაუვალია სბ-ს გრძივი ქანობის ცვლილება, ერთი დახრილობიდან მეორეზე გადასვლა უნდა განხორციელდეს მრუდწირულ ზედაპირზე ისე, რომ ცვლილების მაჩვენებელი არ აღემატებოდეს:

ა) 1%-ს 30 მ-ზე (სიმრუდის მინიმალური რადიუსი 3000 მ-ია), როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, D, E ან F; და

ბ) 1%-ს 25 მ-ზე (სიმრუდის მინიმალური რადიუსი 2500 მ-ია), როდესაც კოდური აღნიშვნა არის A ან B.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაუვალია სბ-ს ქანობის ცვლილება, მაშინ:

ა) სბ-დან 3 მ სიმაღლეზე მდებარე ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი უნდა იყოს სბ-ს მთლიანი ზედაპირის დანახვა ამ წერტილიდან, მინიმუმ, 300 მ მანძილზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, D, E ან F;

ბ) სბ-დან 2 მ სიმაღლეზე მდებარე ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი უნდა იყოს სბ-ს მთლიანი ზედაპირის დანახვა ამ წერტილიდან, მინიმუმ, 200 მ მანძილზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის B;

გ) სბ-დან 1.5 მ სიმაღლეზე მდებარე ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი უნდა იყოს სბ-ს მთლიანი ზედაპირის დანახვა ამ წერტილიდან, მინიმუმ, 150 მ მანძილზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის A.

14. სბ-ს განივი ქანობი უნდა იყოს ისეთი, რომ გამოირიცხოს სბ-ს ზედაპირზე წყლის დაგროვება, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 1.5 %-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, D, E ან F;

ბ) 2 %-ს, როდესაც კოდური აღნიშვნა არის A ან B.

15. სბ-ს საფარის სიმტკიცე, სულ მცირე, არანაკლები უნდა იყოს ადზ-ს საფარის სიმტკიცის, რომელსაც იგი ემსახურება.

16. სბ-ს არ უნდა ჰქონდეს უსწორმასწორო ზედაპირი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხ-ის კონსტრუქციის დაზიანება.

17. ხელოვნურსაფარიანი სბ-ს ზედაპირის მოწყობა ან შეცვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირის შეჭიდების მისაღები მახასიათებლები.

18. ჩქაროსნული გამომყვანი სბ უნდა დაპროექტდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-3 ნახაზის შესაბამისად მობრუნების რადიუსით, არანაკლებ:

ა) 550 მ, როდესაც კოდური აღნიშვნაა 3 ან 4, რათა სველი ზედაპირის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს გასვლის 93 კმ/სთ სიჩქარე;

ბ) 275 მ, როდესაც კოდური აღნიშვნაა 1 ან 2, რათა სველი ზედაპირის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს გასვლის 65 კმ/სთ სიჩქარე.

19. ჩქაროსნულ გამომყვან სბ-ზე მოსახვევის შიდა მხარის გაფართოების რადიუსი უნდა იყოს საკმარისი სბ-ს ყელის გაგანიერების უზრუნველსაყოფად, რათა გაადვილდეს სბ-ზე შესვლისა და მოსახვევის წინასწარ გარჩევა.

20. ჩქაროსნული გამომყვანი სბ, ადზ-დან მოსახვევი მრუდის შემდეგ, უნდა მოიცავდეს სწორ მონაკვეთს, რათა ადზ-დან გამოსულ საჰაერო ხომალდს შეეძლოს სრული გაჩერება, რომელიმე გადამკვეთი სბ-ს დაკავების გარეშე.

21. ჩქაროსნული გამომყვანი სბ-ს ადზ-თან გადაკვეთის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 450-ს და არ უნდა იყოს 250-ზე ნაკლები, სასურველია იყოს 300-ის ტოლი.

22. როდესაც სბ ეწყობა ხიდზე, სბ-ს ღერძულა ხაზის პერპენდიკულარულად გაზომილი სბ-ს ხიდის სიგანე, რომელიც სხ-თვის წარმოადგენს საყრდენ ზედაპირს, არ უნდა იყოს სამიმოსვლო ზოლის მოშანდაკებული ნაწილის სიგანეზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენება გვერდითი შეზღუდვის აპრობირებული მეთოდი, რომელიც საფრთხეს არ უქმნის იმ სხ-ებს, რომლებიც გამოიყენებენ აღნიშნულ სამიმოსვლო ბილიკს.

23. ხიდზე მდებარე სბ-ზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავარიო-სამაშველო და სახანძრო სატრანსპორტო საშუალებების დაშვება ორივე მიმართულებით, რათა დადგენილ დროში განხორციელდეს რეაგირება ყველაზე დიდი სხ-ის მიმართ, რომელიც სარგებლობს აღნიშნული სბ-ით.

24. თუ სხ-ის ძრავები სცილდება ხიდის კონსტრუქციას, შესაძლებელია საჭირო გახდეს, ხიდის ქვეშ არსებული ფართის დაცვა ძრავის რეაქტიული ჭავლისაგან.

25. ხიდი უნდა აშენდეს სბ-ს სწორ მონაკვეთზე და ხიდის ორივე მხარე უნდა დაბოლოვდეს სწორი მონაკვეთებით, რათა გაადვილდეს იმ სხ-ის გასწორება, რომელიც უახლოვდება ხიდ