1. აეროდრომზე აუცილებელია გამოიყოს იზოლირებული სადგომი, ან სამეთვალყურეო კოშკურას აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ეცნობოს იმ ადგილის ან ადგილების შესახებ, რომელიც გამოსადეგია საჰაერო ხომალდების იზოლირებულ სადგომად, რომელიც გახდა უკანონო ჩარევის ობიექტი ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო, აუცილებელია სხ-ის იზოლირება.

2. იზოლირებული სადგომი უნდა გამოიყოს მაქსიმალური შესაძლო დაშორებით, მაგრამ არანაკლებ 100 მ-სა სხვა სადგომებიდან, შენობა-ნაგებობებიდან ან საზოგადოებრივი ადგილებიდან და ა.შ. იზოლირებული სადგომი არ შეიძლება განთავსდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების თავზე, როგორიცაა: გაზისა და საავიაციო საწვავის საცავები, ელექტრომომარაგების და კავშირგაბმულობის ხაზები, გაზგაყვანილობა და საწვავ-საპოხი მასალების მილებ